NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » 16 წლის მუშა
კულტურა მთავარი გვერდი პოლიტიკა

16 წლის მუშა

2019 წლის 16 ივლისია, ჩემზე ერთი წლით უმცროსი, 16 წლის მოზარდი, დოლაბაურის ქუჩაზე, სამსახურისაკენ მიიჩქარის. თან ალბათ ფეხები უკან რჩება, ვინ იცის, გული უგრძნობს, რომ ეს დღე ბოლოა და უკანასკნელად რასაც დაინახავს, მტვერში გახვეული კედლები იქნება…
დიდი ხანია გაჭირვებაში ცხოვრობს, ძმა აღარ ჰყავს, მამაც ძმის გარდაცვალების შემდეგ მამაც მალევე გარდაიცვალა, ერთი დედაღა დარჩა და ალბათ მიმავალ გზაზე თავს იმ ოცნებებით ირთობს, სადაც მის დედას არ შია, მას არ შია, არ სტკივა და არ უჭირს, სადაც გაღარიბებულს ზაფხულში შიმშილობის გადასალახად მშენებლობაზე მუშაობა არ უწევს.
მშენებლობაზე, სადაც ყველას სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა.

რამდენი ჩემი თანატოლი ოცნებობს საკვებზე?
რამდენ პატარა ბავშვს ენატრება პურიც კი?
რამდენი შიმშილი და შიმშილის გამო სიკვდილია საქართველოში?
რამდენი უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე დარჩენილი და გარდაცვლილი მუშაა საქართველოში?
თუნდაც დაშავებული?
ალბათ უკიდურესად მინიმალურად გახმაურებული და შევიწროვებული ციფრებია, თუმცა შიშისა და ბრაზის ზარს მათი სიდიდეც ჩამოჰკრავს.
“კომერანტის” ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან გამოსული სტატისტიკის თანახმად
ლუკმა პურის საშოვნელად:
2016 წელს- 58 გარდაცვლილი/18 მშენებლობაზე, 84 დაშავებული/23 მშენებლობაზე
2017 წელს- 39 გარდაცვლილი/ 17 მშენებლობაზე, 55 დაშავებული/22 მშენებლობაზე
2018 წელს- 40 გარდაცვლილი/ 16 მშენებლობაზე, 37 დაშავებული/ 17 მშენებლობაზე
2019 წლის იანვარი-მარტის მონაცემები- 14 გარდაცვლილი/11 მშენებლობაზე, 10 დაშავებული/ 3 მშენებლობაზე.
სხვა წყაროს ინფორმაციით 2011-2017წლების მონაცემებით, 1209 დაშავებული ან დაღუპულ ადამიანს ვითვლით სამსახურის მიზეზით.
საწარმო ტრამვით უმეტესად იღუპებიან მუშები.
სტატისტიკით 36% მუშები არიან. 16% ენერგეტიკის სფეროში, 13% სამთო მოპოვებაში.
მერია თვეში 79მდე ტენდერს აცხადებს.
ყველაფერი სწრაფად ხდება, თუმცა უხარისხოდ.
ხარისხის მაგივრად,ყოველივე საფრთხით არის გაჟღენთილი.
სტატისტიკის ციფრები თითქოს მცირდება, მაგრამ რეალურად, ხარისხის გაუმჯობესება ისწავლეს თუ ყველაფრის ჩუმად მოგვარება და ხარისხიანი ტყუილი?
ამას მხოლოდ ვარაუდის დონეზე გავწვდებით ალბათ ჩვეულებრივი მოკვდავები.
რა გრძნობა დაგეუფლათ?
მე?
მე, მრცხვენია, მრცხვენია თითოეული ლუკმის, რომელსაც უდარდელად ვყლაპავ, მრცხვენია, თან მიხარია, რომ დედაჩემს ორივე შვილი ცოცხალი ვყავართ, რომ დედაჩემს ისე არ უჭირს, როგორც იმ ჩემზე ერთი წლით უმცროს ბიჭს, შიმშილობის გამო რომ დაიღუპა.
დაღუპეს!
დაღუპა რეჟიმმა, ნეპოტიზმითა და ქრთამებით გაჟღენთილმა.
დაღუპა რეჟიმმა, სადაც მაღალჩინოსნები, მხოლოდ თავიანთი აგარაკების სიმაგრესა და უსაფრთხოებაზე ღელავენ.
დაღუპა და ყურსაც არ იბერტყავს.
აქამდეც ხომ დაღუპულან, მერე რა? ისინი ხომ რბილად ზიან, არაფერი ეცემათ თავზე, არსაიდან ვარდებიან. მყარად დგანან ფეხზე, მაგრამ ის არ იციან, რომ თავიანთი მოსახლეობის საფლავზე მშვიდად დიდხანს ვერ ივლიან.
რეჟიმმა მომიკლა თანატოლი.
პირველად არა, არც უკანასკნელად.
გულგრილობამ მომიკლა თანატოლი!
აგარაკებმა მომიკლა თანატოლი!
შიმშილმა მომიკლა თანატოლი!
პერსპექტიული, სიცოცხლით სავსე თანატოლი აღარ მყავს.
არც მე, არც დედამისს. ცარიელი ჯიბიდან, სრულ სიცარიელემდე, ერთი ნაბიჯია თურმე.
ვის აინტერესებს…
მე მრცხვენია
მე მრცხვენია
ძალიან ძალიან მრცხვენია, ახლა რომ ვსუნთქავ და შემიძლია დედას ჩავეხუტო.
მას კი არა!
რეჟიმს არ სრცხვენია.
თბილად ზის, განაღდებული აქვს.
ადგილიც და ქრთამიც.
ყოველ თვე ტენდერებს გამოაცხადებს, აქედან ყველაზე უხარისხოებს აირჩევს, ნათესავია მაინც და ფულიც მეტად გაავსებს ჯიბეს, მეტ აგარაკს ააშენებს. მეტ გემრიელ საკვებს იყიდის, მეტად “იგულავებს”, მერე რა თუ ვიღაცას მათ გამო მიწას მივაბარებთ.
მერე რა, მთავარია-ხელისუფალნი იყვნენ ჯანმრთელნი!
ძალიან მრცხვენია, ძალიან ვწუხვარ. ძალიან ვბრაზობ, ძალიან მძულს!
არ ვიცი, ვინ უნდა მოსთხოვოს ვინმეს ამაზე პასუხი.
რაღაცას იტყვიან, აგვიხსნიან, თვითონაც დაიჯერებენ, და ჩვენც გავჩუმდებით.
ისევე, როგორც ჩემი სიცოცხლით სავსე და ჯიბე ცარიელი თანატოლი.
გრცხვენოდეთ!
გრცხვენოდეთ თითოეული ადამიანის გამო, რომელიც თქვენი ჯიბის გათბობისათვის, გაყინულ მიწას ებარება!

ნიუსმედია უსამძიმრებს დაღუპული, არასრულწლოვანი მუშის ოჯახს.

თამთა თოდუას ბლოგი

პოპულარული სტატიები

ზაზა სარალიძე საავადმყოფოში გადაჰყავთ

მთავარი რედაქტორი

“სანამ ხელს გაუწვდი, ხომ არ ჰკითხავ, ქოცია თუ ნაცია!?”

მთავარი რედაქტორი

“ვერავინ გამიბედავს იმის თქმას, რომ მე მაქვს არაკანონიერი შემოსავალი”

თაკო
გადასვლა....