NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “სახელმწიფოს, განათლების სისტემისა და საზოგადოების წვლილი ქურდული მენტალიტეტისა და არასრულწლოვანთა კრიმინალის ზრდაში”
ბლოგი პოლიტიკა საზოგადოება

“სახელმწიფოს, განათლების სისტემისა და საზოგადოების წვლილი ქურდული მენტალიტეტისა და არასრულწლოვანთა კრიმინალის ზრდაში”

წინა წელს, სკოლაში, ლექციის ჩასატარებლად, პროკურორი გახლდათ მოსული. ლექციის თემა მოზარდთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს ეხებოდა, თუმცა, საუბარი ბავშვებზე საერთოდ არ ყოფილა. ერთადერთი, რისი გაგებაც ლექციის მსვლელობისას შეგვეძლო, ის გახლდათ, თუ ვინ რა სასჯელს მივიღებდით ჩადენილი დანაშაულის გათვალისწინებით.

უკეთესს არც ველოდი.

რაც ხელისუფლებაა ახლა, ან, რაც იყო ძველად, იგივე ხასიათს ატარებენ სხვადასხვა სტრუქტურებიც, მათ შორის სამართლებრივიც.

წარდგენილი პროკურორისაგან ისეთი განწყობა მოდიოდა, თითქოს წყალს გვიყვებოდა, ჩვენ კი, ჩემი თანატოლები და ჩემზე უმცროსი, ან, უფროსი ბავშვები ჭურჭლის სარეცხი ღრუბლები ვიყავით, რომელიც წყალს მარტივად იწოვს.

10 წუთიც არ დამჭირვებია გასაბრაზებლად, ისე დატრიალდა ჩემს თავში უამრავი კითხვების კორიანტელი.

მანამ მკითხავდეთ, რამ გამოიწვია ბრაზი და რამ წარმოშვა უამრავი კითხვა ჩემს თავში, ის გახლავთ თუ რამდენად არ იძლევიან საფუძველს, მყარი ფინანსური და განათლების, ფართო აზროვნებისა და მსოფმხედველობის კუთხით მაშინ, როდესაც 12 წლიდან მოყოლებული, და უკვე ხშირ შემთხვევებში უფრო ადრეული ასაკიდანაც ბავშვს რაღაც შინაგანი ჟინი ეუფლება.

თუნდაც ავიღოთ წვრილმანი ქურდობები

რომელ არასრულწლოვანს ვთხოვთ რაიმეს ქურდობაზე, როდესაც ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების 95%-ზე მეტი, ჩვენი ჯიბიდან ამოღებულ ფულს, თავის ჯიბეში მიაქანებს?

რომელი არასრულწლოვანი უნდა გავასამართლოთ 5-100 ლარის ნივთებისა ან სურსათის ქურდობაზე, როდესაც ასიათასები და მილიონები ისე ქრება, რომ კითხვის დასმის უფლებასაც კი არავინ გვაძლევს?

რომელ ქუჩურ ცხოვრებას აყოლილ ბიჭს უნდა მოვკითხოთ ჭკუა, როდესაც განათლების სისტემასა და ზოგადად სკოლებში, მასწავლებელთა უმრავლესობა, მსგავს რაღაცებს დღემდე კაცობად აღიქვამს?

რომელ მოზარდს ავუკრძალოთ დანის ტარება და გარჩევები, როდესაც დღემდე ბევრგან არის შემორჩენილი ის, რომ თუ არ “ბიჭობ” ქალაჩუნა და პიდარასტი ხარ.

ან აბულინგებ, ან გაბულინგებენ.

ეს ორი არჩევანი დღეს ბევრი მოზარდის წინ დგას, გასაქანიც არსადაა.

სახელმწიფო ბიუჯეტი, დღესდღეობით 12 729 700 000 ლარს შეადგენს. აქედან 1 485 000 000 განათლების სისტემისთვისაა გამოყოფილი, რომელშიც უამრავი სკოლა, სკოლამდელი დაწესებულება, უმაღლესი სასწავლებელი და სხვადასხვა სპორტული და კულტურული სტრუქტურები შედის.

ამ დროს კი, რეალურად ახალგაზრდებისათვის გამოყოფილ თანხაზე მეტი, პრემიებში იხარჯება.

რატომ მიუძღვის ხელისუფლებას დიდი წვლილი არასრულწლოვანთა კრიმინალში?

იმიტომ რომ გარდატეხის ასაკის პერიოდში თავისუფალი დროის განსაზღვრა და ნაყოფიერად გამოყენება, მეტად რთულია. რთულია, რადგან ზეწოლა თანატოლებისგან, რომ რაღაც არასწორად გააკეთო, რაც აუცილებლად სწორად უნდა გეჩვენებოდეს, თორემ მათიანი ვერ გახდები, ძალიან დიდია.

და არც ფინანსები არსებობს ოჯახში, რომ თავიანთი შვილების თავისუფალი დროის განსაზღვრა მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით მოხდეს.

რეალურად, ბიუჯეტის ძალიან დიდი ნაწილი ახალგაზრდებს უნდა ხმარდებოდეს, ახალგაზრდობა არის ძალა, ქვეყნის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის.

ამის მაგივრად კი, დეგრადაციისაკენ მივისწრაფით, ალბათ იმიტომ რომ ასეც აწყობთ.

ალბათ იმიტომ რომ ჩვენი თაობა, ძველ თაობებს თავიანთი მსგავსი ჰგონიათ.

ჰგონიათ, რომ დავხრით თავს და ცუდსა და უარესს შორის, უბრალოდ ცუდს ავირჩევთ, რადგან უარესი არ გვინდა.

მაგრამ რეალურად ჩვენ ცუდიც არ გვინდა, კარგი გვინდა, რომელსაც ჩვენ უნდა ვქმნიდეთ და ამისათვის დახმარების ხელს სახელმწიფო უნდა გვიწვდიდეს, უანგაროდ უნდა გვეხმარებოდეს და არა აგარაკებს იშენებდეს, მილიონებს იჯიბავდეს.

საზოგადოების დიდ ნაწილს, ესეც არ ესმის. ისევ ამათუიმ პარტიების დროშების ფრიალით არიან დაკავებულნი, ითხოვენ, მაგრამ ვერ იღებენ და მერე ჩუმდებიან.

საბოლოოდ, ბრაზი საით მიდის?

დიახ, მოზარდებთან.

არანაკლები დამნაშავეა საზოგადოება თითოეული იმ ბავშვის სიკვდილში, რომელიც თანატოლების შეკამათებას შეეწირა.

ხმის ამოღება დაგვვიწყებია, მხოლოდ მაშინ გვახსენდება, როდესაც უკვე აღარაფერს უშველის ყვირილიც კი.

დისკრიმინაცია, ბილწსიტყვაობა და ხელების ქნევა ყოველთვის მოდაში იყო ჩვენს ქვეყანაში.

ცუდ საქციელად ყოველთვის ის ითვლებოდა, როდესაც აპროტესტებდი რაღაც ცუდს, ყოველთვის იმიტომ გვეჩხუბებოდნენ, რომ გვქონდა რაღაც აზრი, საკუთარი, არაძალადობრივი.

მე ჩემს თანატოლებს ვუყურებ ხოლმე, და ზოგჯერ ვერ ვხვდები სადღაა საშველი. მგონია, რომ ეს თაობაც იღუპება.

ქურდულ-ქუჩური მენტალობა მყარადაა მათში ფესვებგადგმული.

“პატრიოტები” არიან, თუმცა იმასაც ვერ იაზრებენ, თუ რამდენად მოდის სახელმწიფოსთან წინააღმდეგობაში ქურდული მენტალიტეტის თითოეული წესი.

პატრიოტიზზმის გამოხატვად ეჩვენებათ ასევე ძალადობაც.

თუ განსხვავებულია, უფლება გვაქვს, ვცემოთ, დავჩაგროთ და მიწასთან გავასწოროთ, იცოდით?
საზოგადოება კი ამაზე არ რეაგირებს.

მხოლოდ იმაზე რეაგირებს,როდესაც ვიღაცას თავისუფალსა და ბედნიერს დაინახავს.

ფეხებზე ჰკიდიათ ხელისუფლება, რომელიც გვართმევს და ჩვენს ხალხს, სიღარიბეში ხდის სულს.

ოღონდ სიმართლე არ გაიგონ, ასეც იცხოვრებენ.

ფეხებზე ჰკიდიათ თავიანთი შვილები, ღამის 2-3 საათამდე ქუჩაში, დაბოლილები დანის ტრიალით ბირჟას თუ გაამაგრებენ და ვინმე შემოაკვდებათ, ოღონდ “პიდარასტი” არ იყოს.

ფეხებზე ჰკიდიათ მათი მომავალი, ოღონდ არ შესრცხვეთ, მერე როგორღა გამოყოფრნ სამეზობლოში თავებს.

ასეა, ძველი თაობების არჩეული ხელისუფლებები, სწორედ ძველი თაობების სახეა, ზუსტად იგივე მსოფმხედველობით, შეხედულებებითა და მეთოდებით.

ოღონდ როგორც ყოველთვის, უფრო ცბიერი და ნაკლებად ალალი, ვიდრე საზოგადოება.

უფრო მდიდარი, ვიდრე ხალხი,

უფრო რბილ სკამებში ჩამჯდარნი და ჩათბილულნი, ვიდრე სხვაგან, სხვა მოქალაქეები,

უფრო მეტად სუფთა ტანსაცმლით, თუმცა უფრო მეტად ბინძური სულით,

უფრო ნაკლები ჭკუით და და მომავლით, ვიდრე ახალგაზრდები.

სადღაც ამდენი “უფრო მეტად” ნაკლებობაშიც მოდის ხოლმე, თუ დაუმსახურებელია, და სწორედ მანდ ხდება გარდატეხაც.

იწყება დასასრულის დასაწყისიც

და იმარჯვებს სიმართლე და ტოლერანტობა.

თამთა თოდუა

პოპულარული სტატიები

“ალკაპონეების კრიმინალური ბანდა… ივანიშვილი პირველ რიგში და მათი ჯგუფი “

თაკო

ოსკარზე ნომინირებული პირველი და ერთადერთი ქართული ფილმი

მთავარი რედაქტორი

“თითოეული ნარკოტიკით გარდაცვლილი ჭაბუკის ცოდვა ამ არამზადის სინდისზეცაა“

თაკო
გადასვლა....