NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » პაპანწყვილი-საქართველოს მწვანე საიდულმო
ბლოგი საკითხავი სამეგრელო ზემო-სვანეთი

პაპანწყვილი-საქართველოს მწვანე საიდულმო

ძალიან ბევრს უყვარს მოგზაურობა. ზოგს ბუნება ურჩევნია, ბუნებრივი სილამაზე, ზოგს კი ქალაქები და ადამიანის მიერ შექმნილი “საოცრებები”. ქართველების დიდი ნაწილი ოცნებობს ამერიკაში, პარიზში, ლონდონში, ბარსელონაში, ვენეციასა თუ სხვა რომელიმე ქალაქში თუ ქვეყანაში მოგზაურობაზე.

რა თქმა უნდა, ყველა ქალაქს თავისი ხიბლი აქვს და თითქმის ყველა ვოცნებობთ, საზღვარგარეთ მოგზაურობაზე. “ეიფელის კოშკი”, “ბიგ-ბენი”, “პირამიდები” და სხვა მრავალი “საოცრებების” ნახვის სურვილი ბევრს აქვს და ამაში ცუდი არც არაფერია. სილამაზეს დაფასება სჭირდება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ქართული სილამაზეც. ზოგჯერ გვავიწყდება თუ რა ლამაზ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ზღვა და მთა, ტბები და თანამედროვე არქიტექტურა.

დაიწყეთ მოგზაურობა, რომლისთვისაც ვიზები არ გჭირდებათ! ნახეთ საქართველოს ულამაზესი ადგილები და ისიამოვნეთ. ასეთ ბუნებაზე მრავალი “განვითარებული” ქვეყანა ოცნებობს. არქიტექტურა და ადამიანის მიერ შექმნილი სილამაზე, რა თქმა უნდა, დასაფასებელია, მაგრამ რა ჯობს ბუნების მიერ შექმნილ სილამაზეს, სადაც ყველაფერი გულწრფელია. სწორედ ასეთია საქართველო. დააფასეთ ის საოცრება, რაც ბუნებამ შექმნა და მერე იფიქრეთ ადამიანის მიერ შექმნილ საოცრებებზე.

ხო­ბის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სოფ­ლი­დან რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი მეტ­რის და­შო­რე­ბით, გო­რაკ­ზე მდე­ბა­რე­ობს სა­მეგ­რე­ლო­ში ცნო­ბი­ლი პა­ტა­რა ტბა სა­ხე­ლად “პა­პან­წყვი­ლი”. ტბა საზ­რდო­ობს წვი­მი­სა და მი­წის­ქვე­შა წყლით, იგი გამ­დი­ნა­რეა, წყა­ლი კი მომ­წვა­ნო და გამჭვირ­ვა­ლე. პა­პან­წყვი­ლის ტბა გარ­შე­მორ­ტყმუ­ლია ფიჭ­ვო­ვა­ნი ტყით.

სა­ხე­ლი პა­პან­წყვი­ლი მეგ­რუ­ლი­დან ქარ­თუ­ლად იშიფ­რე­ბა რო­გორც “ჩა­ძი­რუ­ლი მღვდე­ლი”. ლე­გენ­დის თა­ნახ­მად ტბის ად­გილ­ზე ცხოვ­რობ­და მღვდე­ლი (მეგ­რუ­ლად პაპა). რო­დე­საც ერთხელ მღვდელ­მა თა­ვის დამ­ხმა­რე ადა­მი­ა­ნებს, ნადს სა­დი­ლად აჭა­მა ძაღ­ლის ხორ­ცი, მიწა იძრა და მღვდე­ლი თა­ვის სახ­ლი­ა­ნად თან ჩა­ი­ტა­ნა, ჩა­ი­ძი­რა, ამ ად­გი­ლას კი აღ­მო­ცენ­და ტბა, რო­მელ­საც უწო­დეს “პა­პან­წყვი­ლი” – ჩა­ძი­რუ­ლი მღვდე­ლი.

ადრე ტბის ზემოთ გორაკზე გაშენებული იყო დაფნის და ციტრუსუს პლანტაციები.მუშების საცხოვრებელი სახლები კი იქვე იყო პლანტაციების გვერდზე იყო. კომუნისტების დროს კი ცეკას მდივანს მჟავანაძეს სწორედ ამ გორაკზე ჰქონდა დასასვენებელი დაჩა. ასევე ყოფილა სკოლა, ბაღი, კინოთეატრი, კლუბიც კი და უამრავი გასართობი საშუალებები, სადაც დადიოდნენ როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ასევე ტურისტებიც.

დღეს კი მხოლოდ ნანგრევები არის შემორჩენილი და როგორც გავიგეთ მთელი ტერიტორია არენდად არის აღებული და დაფნას ამუშავებენ. დასანანია რომ ასეთ ტურისტული პოტენციალის მქონე ადგილს დაფნას დასამუშავებლად იყემებენ. ტურისტებისთვის ეს ადგილი იქნებოდა ნამდვილი აღმოჩენა და აუცილებლად უნდა ვიმუშავოთ ამ კუთხით, რომ ეს და მსგავსი ადგილები უფრო იყოს ცნობადი ყველასთვის და ბუნების მიერ შექმნილი სილამაზეები არ იყოს უპატრონოდ მიგდებული.

ნამდვილად ულამაზესია “პაპანწყვილი”, თავისი მდებარეობით. წარმოიდგინეთ ტბა მდებარეობს ტყის შუაგულში, ირგვლივ ხეებია. ტბა კი მწვანეა, სუფთა და ძალიან ცივი. მჯერა ნებისმიერი ტურისტი, თუ ქართველი, რომელიც ამ ტბას ნახავს აღფრთოვანებული დარჩება.

მონიკა ბეჭვაია

პოპულარული სტატიები

სკოლებსა და ბაღებში ზამთრის არდადეგების დაწყების თარიღი ცნობილია

თაკო

“აბაზანაში ნახევარი მეტრი ჭუჭყი იყო, ტილები დადიოდნენ…”- რა ხდება ფსიქიატრიულში?

თაკო

ფრაზები დოსტოევსკის შემოქმედებიდან

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....