NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog »  განათლება წარმატების გასაღებია
ბლოგი საზოგადოება

 განათლება წარმატების გასაღებია

 

განათლების მიღების ძირითადი გზა სწავლაა, რომლის პროცესი მიმართულია ადამიანის ინტელექტუალური, უნარ-ჩვევების და ფიზიკური განვითარებისაკენ. ცოდნის მიღება ძირითადად საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხდება. ამ პროცესში კი მოზარდი იძენს ყველა იმ თვისებას რაც შემდგომში საკუთარი თავის განვითარებში დაეხმარება. ეს იქნება თანამშრომლობა, გაგება, ერთმანეთის პატივისცემა, საკუთარი თავის გამოვლენა, ჯანსაღი აზროვნება, კრიტიკა და ა.შ.

 

ზოგადი განათლების ძირითადი ეროვნული მიზნებია:

ა)ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება;

ბ) ბუნებრივი გარემო პირობების დაცვა და შენარჩუნება;

გ) ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი;

დ) დამოუკიდებლად ცხოვრება, გადაწყვეტილებების მიღება;

ე) იყოს შემოქმედი, თავად შექმნას ღირებულებები და არ იცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე;

ვ) საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარება მთელი ცხოვრების განმავლობაში და მათი მაქსიმალური რეალიზება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთაც;

ზ) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან;

თ) იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე;

ამ მიზნების განხორციელებისთვის კი, საჭიროა რომ შეიქმნას მოსწავლეებისათვის სწორი და ჯანსაღი გარემო, ჰქონდეთ პედაგოგებს თანამედროვე სწავლების მეთოდები, რაც უფრო ნაყოფიერი იქნება და დაეხმარება მოზარდს მასალის ადვილად ათვისებაში.

სწავლების მეთოდები კი სკოლებში სხვადასხვანაირია, ეს მეთოდები კი ძველისგან რადიკალურად განსხვავდება. მაგალითად თანამედროვე სწავლების მეთოდი გულისხმობს:-დიკუსია/დებატებს, თანამშრომლობით სწავლებას, ჯგუფურ მუშაობას, პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებას, გონებრივ იერიშს, ანალიზის მეთოდს და ა.შ. თუ მასწავებელი საგაკვეთილო პროცესის წასამართადად მსგავსს მეთოდებს იყენებს, მაშინ ალბათობა იმისა რომ შედეგიანი სწავლება იქნება, მაღალია.

ცოდნის მიღების ერთ-ერთი საუკეთესო გზა, მოტივაციაა. რაც უფრო მოტივირებულები იქნებიან მოსწავლეები მაღალი სწავლების ხარისხი ექნებათ. ხოლო, რაც უფრო ნაკლები მოტივაცია, მით უფრო ნაკლები სწავლების ხარისხი. მოტივაციის ასამაღლებლად კი საჭიროა რომ, მოსწავლეები აქტიურად იყვნენ საგაკვეთილო პროცესში ჩართულები, იყოს მრავალფეროვანი სასწავლო მასალები, თამაშები, დავალებები სირთულეების მიხედვით, უნიშნო დავალებები რომელიც მოსწავლეს სხვა კუთხით დაგვანახებს, სათანადო ყურადღება დაეთმოს თითოეულ მოსწავლეს, არ გაკრიტიკდეს საჯაროდ კლასში სხვა მოსწავლეების თანდასწრებით და ჩამოყალიბდეს მეგობრული ურთიერთობა მოსწავლესა და მასწავლებელს შორის.

სკოლაში ცოდნის მისაღებად განვლილი საფეხურების შემდეგ მოსწავლე დებს შედეგს. თუ იგი სწორედ მიჰყვებოდა ზოგადი განათლების მიზნებს, რაშიც მასწავლებელი ეხმარებოდა მისი სწავლება ხარისხიანი იქნება. ასეთ მოსწავლეს განვითარებული ექნება აზროვნება, თვითკრიტიკა, ადვილად გამოუმუშავდება უნარ-ჩვევები, არ გაუჭირდება გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება და არ შეუშინდება საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირებას.განათლებული ხალხი კი ხშირ შემშთხვევაში ადვილად აღწევს წარმატებას და მას ექნება იმის საშუალება რომ ადვილად მოძებნოს სამსახური.

 

ნინი გარდავა

პოპულარული სტატიები

“ისტორიას ემახსოვრება ჯანსუღ ჩარკვიანის ბრძოლა და მისი სამარცხვინო შვილის ღალატი”

თაკო

“ბავშვის ორგანიზმის სიძლიერეზეა დამოკიდებული როგორ დაემორჩილება მკურნალობას”

თაკო

“დამშვიდდით, მეორე ტურის ბოლოს დაგჭირდებათ ნერვები”

თაკო
გადასვლა....