NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ,,ჯვარი ნიუსის”და დიმა კვარაცხელიას ისტორია
ბლოგი საზოგადოება საკითხავი

,,ჯვარი ნიუსის”და დიმა კვარაცხელიას ისტორია

“მე არასოდეს მიოცნებია წარმატებაზე, მე ამისთვის ვმუშაობდი” – ამბობს ნიუსმედიასთან ინტერვიუში “ჯვარი ნიუსის” დამაარსებელი დიმა კვარაცხელია.

დიმა 17 წლის ახალგაზრდაა, რომელიც თავდაუზოგავად მუშაობს, რათა მის გუნდთან ერთად ქალაქ ჯვარში შექმნას კარგი ჟურნალისტური პროდუქტი.

-როდის და რა მიზნით დაარსდა ჯვარი ნიუსი?

-2015 წელს დაარსდა ჯვარის ახალგაზრდული ტელევიზია, დაარსების მიზანი იყო  ჯვარში არსებული პრობლემების გაშუქება, ხალხის სათქმელის ხელისუფლემდე მიტანა და სწორედ ამ მიზანს ვემსახურებით დღესაც.

2015-2017  წლამდე ჯვარში მიმდინარე თემებს ვაშუქებდით, შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ დრო იყო მთლიანად სამაგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მიმდინარე თემები გაგვეშვუქებინა. რა თქმა უნდა ეს უფრო მეტ ფიზიკურ და ფინანსურ რესურსებთანაა დაკავშირებული, თუმცა ჩვენი გუნდი არცერთ წინაღობას არ უშინდება.

-რამდენად აქტიური რესპოდენტები არიან ჯვარელები?

-აქტიურები არიან, თუმცა არ მოსწონთ პოლიტიკურ თემებს რომ ვაშუქებთ. ასევე პრობლემა იქმნება ინფორმაციის მოწოდებასთან დაკავშირებით, როცა რაღაც მნიშვნელოვანი ხდება არ გვატყობინებენ. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ეს პრობლემა ჩვენსა და საზოგადოებას შორის მოგვარდეს, რადგან კომუნიკაციით ბევრად მეტს მივაღწევთ.

რაც შეეხება ადგილობრივ ხელისუფლებას, ზოგიერთი წარმომადგენელი სასაცილოდ ეკიდება ჯვარი ნიუსს, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვედრებს ატარებენ ჩვენ ინფორმაციას არ გვაწვდიან. მათი მისამართით მინდა ვთქვა, რომ ჯვარში მედიის არსებობა უნდა იყოს მისასალემებელი ხელისუფლების მხრიდან და ხელს უნდა უწყობდნენ მის განვითარებას, რადგან მედია ითვლება დემოკრატიის მნიშვნელოვან გამოვლინებად.

რამდენი ადამიანისგან შედგება თქვენი გუნდი?

ჩვენ გუნდში 10 ერთგული ადამიანია მუშაობს, ჩვენთან არ არის თანამდებობა, ყველანი თანასწორები ვართ, ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია, სანდო, ობიექტური და დაბალანსებული ინფორმაციის გაშუქება.

რა სირთულეებს გადააწყდით მედიის დაარსებისას?

ტელევიზიის დაარსებისას ძალიან ბევრი პრობლემა იყო, არ გვქონდა ოფისი, ინვენტარი, კამერა… პირველი გადაცემა ჩვენ გვერდზე ტელეფონით გადავიღეთ, რამაც საზოგადოების მხრიდან მოწონება დაიმსახურა, შემდეგ მეზობელმა თავისი ბინა დამითმო, სხვებმა მომცეს ინვენტარი, ტელეკომპანია ,,ოდიშმა” ვიდეო-კამერა მაჩუქა, მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესო ფარცვანიამ ოფისი გამოგვიყო.

-რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

-სამომავლო გეგმებს, რაც შეეხება არაერთხელ ყოფილა ტელევიზიის დახურვის მცდელობა, თუმცა უშედეგოდ. ვაპირებთ მოვიძიოთ რესურსები და გავფართოვდეთ.

 აღსანიშნავია ისიც, რომ “ჯვარი ნიუსმა” არაერთ ადამიანს აღმოუჩინა დახმარება, როდესაც ვაშუქებდით საზოგადოების პრობლემებს, ხელისუფლება მათ პრობლემებს გარკვეულწილად უგვარებდა რითიც ამაყი ვარ.
დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში,, ჯვარი ნიუსის” შესახებ ყველა ინფორმირებულია და ჩვენი მიზანია უფრო გავიზარდოთ და მოვიცვათ სამეგრელო ზემო-სვანეთი და მივაწოდოთ ობიექტური და კარგი ჟურნალისტური პროდუქტი.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ “ჯვარი ნიუსის” განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს ბესიკ ფარცვანიას და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს ლადო ჭანტურიას.

პოპულარული სტატიები

ფეისბუქი მომხმარებლებს მოუწოდებს, პაროლები შეცვალონ

თაკო

“ვერც ერთმა ქართველმა ვერ უნდა დაივიწყოს აფხაზეთი და თუ დავივიწყეთ, ესე იგი დავმარცხდით!” (ფოტოები)

თაკო

“მალე წამოვიწყებ საზოგადოებრივ მოძრაობას ცრუქრისტიანების გამოსავლენად”

თაკო
გადასვლა....