NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » უიმედოდ დატოვებული სპორტი ქალაქ ჯვარში
მთავარი გვერდი პოლიტიკა პოსტი საზოგადოება

უიმედოდ დატოვებული სპორტი ქალაქ ჯვარში

საქართველოში ფეხბურთის კუთხით დიდი პრობლემებია, რაც ბევრი ფაქტორითაა განპირობებული. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. ჩემთვის ეს პრობლემა ნათელია ვინაიდან ვაკვირდები და ვხედავ, თუ რა დღეშია ქალაქ ჯვარის სტადიონი.

არ მესმის რა მოტივაცია უნდა ჰქონდეს ჯვარში ფეხბურთელს, როდესაც სტადიონზე ბალახის საფარი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, სადაც წვიმიან დღეებში სტადიონზე გუბეები დგება და მოედანი მთლიანად იტბორება, როდესაც საშინელ მდგომარეობაშია გასახდელი, ჩამონგრეულია კედელი, გატეხილია სკამები, გაუმართავია საშხაპეები, ამორტიზებულია საპირფარეშო და შველას საჭიროებს ტრიბუნებიც.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სასმელი წყალიც კი არ არის, ფეხბურთელებს უწევთ სტადიონიდან კორპუსებამდე მივიდნენ, რათა წყალი დალიონ, ეს ხომ საშინელებაა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ნათელია, თუ რატომ არის ქართული ფეხბურთი განადგურების პირას. ჩვენ თუ გვსურს რაღაცაში გვქონდეს გარკვეული დადებითი შედეგები, მაშინ ამისთვის რაღაც უნდა გავიღოთ, ამ შემთხვევაში კი საჭიროა ფინანსები. ჯვარში ახალგაზრდები დაინტერესებულები არიან ფეხბურთით, თუმცა ის ფაქტორები რაც ზევით ჩამოვთვალე მათ მომავალ განვითარებაზე ახდენს ძალიან უარყოფით გავლენას.

ყველაფრის მიუხედავად ჯვარის მთავარი გუნდი “ენგური 88”, უკვე რამდენჯერმე გახდა დასავლეთ საქართველოს ჩემპიონი. გუნდს ამ საშინელ პირობებშიც კი აქვს გარკვეული მიღწევები და წარმომიდგენია ფეხბურთის ფედერაციისა და მთავრობის ხელშეწყობით როგორ გაიზრდება მათ მიერ მოპოვებული გამარჯვებების რაოდენობა.

ფეხბურთელები იმასაც კი ხუმრობენ, რომ გასვლით თამაშებზე კარგი მოედნის გამო უჭირთ გამარჯვება ისეთ ორმოებს მიჩვეულები როგორიც ჯვარის სტადიონზეა.ძალიან სამწუხაროა, როდესაც დახმარების ნაცვლად ზოგიერთები ცდილობენ მიითვისონ მათი მოგებები და სთავაზობენ სხვა სახელით გამოსვლას.

ამიტომ ასე ვიტყვი, ჯობს დაეხმაროთ ჯვარის გუნდს და სტადიონი შეუკეთოთ, ინფრასტრუქტურა მოაწყოთ და ელემენტარული სავარჯიშო პირობები მისცეთ ახალგაზრდებს.

მეამაყება რომ ამ სტადიონს აღუზრდია ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ პრობლემების მოგვარების შემდეგ ისევ დაიწყება ჯვარში ფეხბურთის და წარმატებული ფეხბურთელების აღზევება.

მარიამ შამუგია

პოპულარული სტატიები

“ქართული ოცნებიდან“ თუ წიხლით არ გააგდეს, არავინ წავა”

თაკო

“დაპეპლილი ნიკუტია გვარამიას დასაცინი რომ გახდება ივანიშვილი,რატომ მეტეორი არ ეხეთქება იმ აბურძგნულ თავზე!”

თაკო

პროკურატურამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა (ვიდეო)

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....