NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში
ბლოგი კულტურა მთავარი გვერდი საზოგადოება საკითხავი

მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში

საქართველოში მუდმივად შეიძლება აღმოაჩინო ულამაზესი ადგილები, დატკე მათი მშვენიერებით, იმოგზაურო წარსულში და არ დაკარგო აწყმოობის განცდაც. სკოლიდან წავედით ექსკურსიაზე და მოვინახულეთ საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი და თვალწარმტაცი რეგიონი-რაჭა.რაჭა სახელგანთქმულია არა მხოლოდ გეოგრაფიულად მნიშვნელოვანი მდებარეობით, აგრეთვე თვალწარმტაცი ბუნებით: მდინარეებით, ჩანჩქერებით, ალპური მდელოებით, ბილიკებით, ხეობებით, წყალსაცავებით, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით.
აღსანიშნავია უამრავი ეთნოლოგიური, არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლი, მათ შორის სახელგანთქმულია ნიკორწმინდის ეკლესია, რომელიც დათარიღებულია XI საუკუნით, აგრეთვე XVIII საუკუნის ბარაკონის ეკლესია, მრავალძალი და სხვა მრავალი… ამბროლაურიდან ოთხი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს ხიდიკარი, აქ მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც მიეკუთვნება XI საუკუნის ძეგლებს,იგი უნიკალური და თვალწარმტაცია სხვა ღირსესანიშნაობებთან ერთად. ასევე მოვინახულეთ გვიანი შუასაუკუნეების ნანგრევები “წულუკიძის კოშკი” და ხიდიკარის ციხესიმაგრე, რომელიც სოფლის შესასვლელში მდებარეობს, კლდეებს შორის, მდინარე რიონის ხეობასთან. ჯვარელ კაცს ენგურის შემყურე მეგონა სხვა მდინარეები “პოტიკ რდეს” მაგრამ რა ყოფილა რიონი… თავპირის მტვრევით მოექანებოდა და მოშხრიალებდა, ეს ყოველივე ფრიად სასიამოვნო და ექსტრემალური იყო, აქვე ტრაფარეტი შევნიშნეთ და გავუყევით მონასტრის გზას. გზად ბეწვის ხიდი შეგვხვდა, რომელიც სწორედ რიონზე იყო გადებული და გადასვლა არ მითხრათ, ჩვენი გიჟი-გოგო ბიჭები ცეკვა-ცეკვით გადარბოდნენ და აფრთხობდნენ მშობლებსა და ემოციურ ბავშვებს…
აქვე მინდა დავსძინო.
რაჭა თამაშობს მნიშვნელოვან როლს ტკბილი და ნახევრად ტკბილი ღვინის წარმოებაში. მის მიმდებარე ტერიტორიაზე წააწყდებით თვალუწვდენელ ღვინის ვენახებს. მაგალითად “ხვანჭკარას” ვენახებს. გვერდი ვერ ავუარეთ ამ ცდუნებას და აქვე ხვანჭკარას ღვინის სახლში დავაგემოვნეთ უნიკალური ღვინო მისი სპეციფიკური გემოთი, რომელიც წარუშლელი დარჩება ჩემს მეხსიერებაში…“ხვანჭკარას” მადლით ყოველგვარი დაღლა დაგვავიწყდა და მთელი ენერგიით განვაგრძეთ გზა ამბროლაურისკენ, სადაც კულტურული მემკვიდრეობის მოყვარულთ დიდი სიურპრიზი გელოდებათ.აქ შეხვდებით ისეთ კულტურულ ძეგლებს, როგორებიცაა: ბარაკონის ეკლესია, ზემო კრიხის ნანგრევები, პატარა ონის ეკლესია, მინდას ციხესიმაგრე, და სხვები… მათ შორის ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ნიკორწმინდა, რომელიც განსაკუთრებით დარჩა ჩემს მეხსიერებაში ალბათ იმიტომ, რომ პატარა საკონსერვაციო სამუშაო შევასრულე. მოგეხსენებათ იგი XI საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლია და ჟამთა სვლამ ხელუხლებელი არ დატოვა. მას დაზიანებები აღმოაჩნდა, რომლის რესტავრაციას სპეციალური ჯგუფი ახორციელებდა. ყველაზე ამაღელვებელი მომენტი, ლეჩხუმის და რაჭის დამაკავშირებელი უღელტეხილის გადასვლისას იყო, საიდანაც იშლებოდა ულამაზესი ხედი, ხელისგულივით მოჩანდა კოლხეთის დაბლობი და დასახლებული პუნქტები. პეიზაჟი რომელიც ჩემს წინ გადაიშალა მუდმივად დარჩება ტკბილ მოგონებად ჩემს ცნობიერში.
განვაგრძეთ გზა და აღმოვჩნდით ლეჩხუმში, სადაც ადამიანის ცხოვრების კვალი ნეოლითის ხანიდანაა დამოწმებული. ცაგერიდან სამხრეთ-დასავლეთით 15 კმ-ში მდებარეობს ხვამლის მთა, მაქსიმალური სიმაღლე 2002 მ. მწვერვალიდან სრულყოფილად ჩანს მდინარეების: რიონის, ცხენისწყლის და ლაჯანურის ხეობები. მთაზე აგებულია წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი და XII საუკუნის ისტორიული ციხე-სიმაგრის ნანგრევები, აქ იყო იმდროინდელი საქართველოს განძსაცავი, “თუ საქართველო დაიმშეს, ხვამლმა არჩინოს” ლეჩხუმში.
ჩასვლისთანავე ცაგერში დავბანაკდით და გავშალეთ კარვები, ვიცეკვეთ, ვიმღერეთ ,ვიცინეთ და ვიმხიარულეთ. როგორც კი დაღამდა მოვემზადეთ დასაძინებლად ამ დროს კი დასცხო წვიმამ და იძულებული გავხდით აგვეღო კარვები და ალტერნატიული თავშესაფარი გვეპოვა.ამასობაში კეთილი ადამიანი გამოჩნდა, რომელიც ჩვენი გასაჭირით დაინტერესდა და გადაწყვიტა დახმარება გაეწია, სწორედ მან მიგვიყვანა საოჯახო სასტუმროში და მოგვაქცია დიდი ყურადღება.
ძალზედ დამღლელი ,მაგრამ სასიამოვნო დღის შემდეგ უცებ ჩაგვეძინა, დილა კი ბულბულის გალობით დაიწყო, ვისადილეთ და გავუდექით გზას ლადო ასათიანის სახლ მუზეუმისკენ, ბარდნალაში…“რა კარგი იყო ბარდნალა ბარდნალელების ბორანი ვარდებიანი ბარდნარი ბულბულთა ნაამბორალი”… შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავით და ფრიად სასიხარულო იყო ჩვენი დიდი პოეტის სახლ-მუზეუმის დათვალიერება,მისი ლექსებით ხომ აღვიზარდეთ…
შემდეგ ცაგერის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს ვეწვიეთ, სადაც უნიკალური ექსპონატები ვნახეთ დ გავოგნდით ლეჩხუმის ისტორიით, ყველაზე გასაოცარი კი ძვ.წ I საუკუნით დათარიღებული ადამიანის ნეშტის ნახვა იყო. აქვე გავიგეთ მაქსიმე აღმსარებლის შესახებ და გადავწვიტეთ მისი სახელობის მონასტერი და ტაძარი მოგვენახულებინა.ყოველივე ამის შემდეგ წამოვედით სამეგრელოში, გზად ბევრგან შევიარეთ და დავტკბით ლეჩხუმის საოცარი ხედებით და მისტიური ადგილებით…
ამასობაში ჩვენს სამეგრელოში ჩავედით…ბედნიერი ვარ იმით, რომ ვარ საქართველოს შვილი. ჩემი საქართველო ულამაზესია და უდიდეს ისტორიას ატარებს და რაც მთავარია ამ ისტორიულობასთან ერთად ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ, რომ თანამედროვეობასაც ვუწყობთ ფეხს.ყველას გირჩევთ, იმოგზაურეთ ბევრი და აღმოაჩინეთ საქართველო.

პოპულარული სტატიები

“ოქუაშვილი ისევ გმირია თუ დაიბრუნა გორელი ვაჭრის სტატუსი?”

თაკო

“მამაო მომიგზავნეს, რომელმაც მითხრა, ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ გინდაო”

თაკო

ხელვაჩაურში მშენებარე სახლის ჩამოშლისას 4 მუშა დაშავდა

გადასვლა....