NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » 22 წლის მეწარმე ჯვარიდან, რომელსაც საკუთარი სასწავლო ცენტრი აქვს
საზოგადოება სამეგრელო ზემო-სვანეთი

22 წლის მეწარმე ჯვარიდან, რომელსაც საკუთარი სასწავლო ცენტრი აქვს

ზაალ არქანია სულ რაღაც 22 წლისაა, თუმცა მას უკვე საკუთარი ტიხრული მინანქრის სასწავლო ცენტრი აქვს. პარალელურად სამეგრელოს სახელით “ბიზნეს მენტორობის პროგრამაში” მონაწილეობს ამერიკის საელჩოში. 2018 კი ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის გამარჯებული გახდა.

2017 წელს აწარმოე საქარველოში-ს გამარჯვებული გახდა და აღებული გრანტით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფ.ჯვარზენში, რომელიც საზღვრისპირა ზონაშია, ტიხრული მინანქრის სასწავლო ცენტრი გახსნა. როგორც ამბობს, ბავშვობიდან იყო ხელოვნებით გატაცებული, ამიტომაც ამ დაწესებულების გახსნაზე დიდხანს არ უფიქრია.

სასწავლო ცენტრს ამოselect დაარქვა, ეტიმოლოგიას კი ასე განმარტავს:

ამოselectამოდი ჯვარში და გაიარე ყველაზე სინტერესო კურსები და შეუკეთეთ ყველაზე განსხვავებული.

ზაალ არქაიამ საწარმოში ადგილობრივი ახალგაზრდები დაასაქმა და ახლა იქ 20-მდე მოსწავლე ტიხრული მინანქრის, ხატვისა და ხეზე კვეთის კურსებს გადის.

ამოselect-ში წარმოებული პროდუქციის 40% ადგილზე იყიდება, დანარჩენი 60% კი – მესტიისა და ბათუმის ბაზრებში გადის.

ზაალი აქტიურ ცხოვრებასთან ერთად, ქველმოქმედებასაც ეწევა. როგორც თვითონ ამბობს, სიკეთის კეთება დედამ ასწავლა და მუდმივად ცდილობს, სხვას დაეხმაროს. სწორედ ამ მიზნით, მან 4 წლის წინ ჯვარელი სმენადაქვეითებული გოგონას დასახმარებლად, მომღერალ ვახო გოგილავას სოლო კონცერტი გამართა. წელს კი, მეგობრებთან ერთად, “მეგობრები მეგობრებისთვის” ღონისძიების ფარგლებში, წალენჯიხის დღის ცენტრის აღსაზრდელებისთვის საქველმოქმედო საღამო მოაწყო.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ზაალმა მადლობის სიგელი მიიღო წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარისგან, გოგა გულორდავასგან, “ახალგაზრდა მეწარმის” სტატუსის მოპოვებისთვისა და ქალაქის განვითარებაში აქტიურად მონაწილეობისთვის.

 

 

პოპულარული სტატიები

,,დევიც გაკვირვებულია, ამას ასწავლით ბავშვებს?!”

თაკო

6 წლის მოხევეს ჩვენი დახმარება სჭირდება

თაკო

სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები გახუთმაგებულ დახმარებას მიიღებენ

თაკო
გადასვლა....