NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ზუგდიდელმა ახალგაზრდებმა გარემოვაჭრეებს ნაყინები უფასოდ დაურიგეს (ფოტო-ვიდეო)
რეგიონი სამეგრელო ზემო-სვანეთი

ზუგდიდელმა ახალგაზრდებმა გარემოვაჭრეებს ნაყინები უფასოდ დაურიგეს (ფოტო-ვიდეო)

28 მაისს ორგანიზაცია ICSU-ს წევრმა ზუგდიდში უფასო ნაყინები დაურიგეს გარემოვაჭრეებს. ახალგაზრდების მიზანი იყო, ბაზარში მომუშავე ქალბატონებისთვის შრომა შეემსუბუქებინათ და ზაფხულის ამ თაკარა დღეებში ისინი ესიამოვნებინათ.

– როცა ნაყინების დარიგება დავიწყეთ, ყველას უკვირდა და გვეკითხებოდნენ, რატომ აკეთებთ ბებო ამასო? ჩვენ ვუთხარით, რომ ცხელ ამინდში ცივი ნაყინი ესიმოვნებოდათ და ისინიც დიდი გაკვირვებითა და გაღიმებული სახეებით გვართმევდნენ მას – განაცხადა ორგანიზაციის წევრმა მონიკა ბეჭვაიამ.

ახალგაზრდებს ემოციებით დატვირთული დღე გამოუვიდათ, კეთილი საქმის კეთებამ და სხვისმა გახარებამ ისინიც გააბედნიერა.

“თქვენც მოგიწოდეთ, ჩაატაროთ მსგავსი აქცია, რადგან ძალიან მარტივია გაახარო სხვა და ამით შენც გაიხარო”

 

 

 

პოპულარული სტატიები

მუჟავა- ულამაზესი სოფელი საოცარი წარსულით

მთავარი რედაქტორი

„ქუთაისი ჰგავს დაბომბილ სტალინგრადს“ – გოგი წულაიამ ქუთაისში ორმოები ამოავსო

თაკო

“ვოცნებობ, რომ ჭალე ევროპული სტანდარტის სოფლებს მიუახლოვდეს”

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....