NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “მეგობრები მეგობრებისთვის” – საქველმოქმედო საღამო წალენჯიხის დღის ცენტრის ბენეფიციარებისთვის
საზოგადოება სამეგრელო ზემო-სვანეთი

“მეგობრები მეგობრებისთვის” – საქველმოქმედო საღამო წალენჯიხის დღის ცენტრის ბენეფიციარებისთვის

27 მაისს ქ.ჯვარის კულტურის სახლში ახალგაზრდების ორგანიზებით, საქველმოქმედო საღამო ,,მეგობრები მეგობრებისთვის” ჩატარდა. ღონისძიება წალენჯიხის დღის ცენტრის ბენეფიციარების დასახმარებლად გაიმართა.


ღონისძიებაში მონაწილეობა მოწვეულმა და ადგილობრივმა მომღერლებმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა მიიღეს. საღამომ ემოციურად, სრული ანშლაგით ჩაიარა.


“არაჩვეულებრივი საღამო იყო, ემოციებით დატვირთული, გადავსებული დარბაზი. ბედნიერებითა და სიკეთით ატირებული თვალები.
მსგავსი საქველმოქმედო საღამო ადრეც ჩატარდა. მაშინ ერთ სმენადაქვეითებულ გოგონას ეხმარებოდნენ და იმ საღამოს შემდეგ, იმ გოგონამ პირველად გაიგონა დედის ხმა.
ისევ იმის სურვილმა, რომ კეთილი საქმე გვეკეთებინა, გაგვაერთიანა და საწადელს ნამდვილად მივაღწიეთ,” – განაცხადა საღამოს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მარიამ შეროზიამ “ნიუსმედიასთან” საუბრისას.

ღონისძებაზე ბენეფიციარებისთვის 3000 ლარამდე თანხა შეგროვდა, ამასთან, საღამოს პარტნიორმა კომპანიებმა სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს დღის ცენტრის აღსაზრდელებს.

ცნობისთვის, წალენჯიხის  მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის  დღის ცენტრი  რამდენიმე წელია არსებობს. ამჟამად იქ 12 ბენეფიციარს უწევენ სხვადასხვა სახის მომსახურებას.

პოპულარული სტატიები

,,არ გაპატიებთ ,,ქუჩის ბიჭების” შეურაცხყოფას!”

თაკო

“ერთადერთი მომღერალი ვიყავი, რომელსაც რეკომედაციას საქართველოს პრეზიდენტი უწევდა”

თაკო

“კი წავიღე საქართველოდან 19 მილიარდი, მაგრამ ვერ მოვიცალე პირადი თვითმფრინავის შესაძენად”

თაკო
გადასვლა....