NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » თვითნასწავლი ხელოვანი, რომელიც ჯანმრთელობაზე ოცნებობს
საზოგადოება

თვითნასწავლი ხელოვანი, რომელიც ჯანმრთელობაზე ოცნებობს

მანანიკო ღვინჯილია 17 წლის ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომელიც ლამაზ და ორიგინალურ ნაკეთობებს ქმნის. 6-7 წლის იყო ხატვა რომ დაიწყო და მერე  ქაღალდისგან ყვავილებისა და ცხოველების გაკეთება დაიწყო. შემდეგ ისე გაიტაცა ამ საქმიანობამ, რომ უფრო რთული ნივთების დამზადებაც დაიწყო.

მანანიკოს ნამუშევრები დიდი მოწონებით სარგებლობს, ამიტომ, მეგობრების დახმარებით, რამდენჯერმე გამოფენა-გაყიდვაც კი გაიმართა. შემოსული თანხით ხან წამლები იყიდა, ხან კიდე ნივთების დასამზადებლად საჭირო მასალები.

_ ცოტახნის წინ ჩემი და ჩემი კლასელების ნუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა ჯგალის საჯარო სკოლაში. შემოსული თანხა ისევ მე გამომიგზავნეს მეგობრებმა. ჯერ არ დამიხარჯავს, – გვითხრა მანანიკომ.

ნივთების დასამზადბლად მანანიკო, ძირითადად, სხვადასხვა ფერის ბრჭყვიალა ქაღალდებსა და ძაფებს იყენებს. პროცესი დიდ შრომასთან ერთად, დიდ დროსაც მოითხოვს.
_ ბევრი დეტალი თუ უნდა, შეიძლება 1 საათიც დამჭიდეს, ზოგს ნახევარი საათი. ნელ-ნელა ვაკეთებ ხოლმე.
აი, მაგალითად, ქაღალდის ფარშევანგს, როგრც მახსოვს, ერთი დღე ვაკეთებდი. ჯერ პატარ-პატარა ქაღალდები დავჭერი, დავკეცე და მერე ავაწყვე. იმდენად შრომატევადი იყო, რომ რამდენჯერმე შევწყვიტე კიდეც კეთება და სხვა ნივთზე გადავედი. ხან მასალები დამიმთავრდებოდა, მაგრამ საბოლოოდ, მგონი, კარგი გამოვიდა,” – განაცხადა მანანიკომ.

როგორც მანანიკომ გვითხრა, მას თავისი ხელებით გაკეთებულ ნივთებთან გამომშვიდობება არ უჭირს, პირიქით, სიამოვნებს, როდესაც მათ სხვებს ჩუქნის.

_ ბევრი ნამუშევარი მინდა მქონდეს, მაგრამ არ მენანება არც გაყიდვა და არც გაჩუქება.  ისე მიყვარს ეს საქმიანობა, შემიძლია მთელი დღე ვიჯდე და ვაკეთო, ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს, თორემ…”

კითხვაზე, ვინ გინდა გამოხვიდე, მანანიკო გვპასუხობს:
_ კრაფტერობაზე ვფიქრობ, მაგრამ, რადგან ჯანმრთელობის პრობლემების გამო სკოლაში სიარულს ვერ ვახერხებ, რას ჩავაბარებ?!

მანანიკომ ცოტახნის წინ დაფინანსება მიიღო და ის რამდენიმე დღეში თბილისში ჩამოვა ახალი გამოკვლევების ჩასატარებლად.

_ ვოცნებობ, პირველ რიგში, გამოვჯანმრთელდე და მეც შევძლო სხვებივით სკოლაში სიარული. გავხდე სტუდენტი და კიდევ, ძალიან მინდა ხელნაკეთი ნივთების ხელოვნება უკეთ შევისწავლო.” – გვითხრა მანანიკომ.

მანანიკო ღვინჯილიას ღვიძლის დაავადება, აუტოიმუნური ჰეპატიტი აქვს და ის უკვე რამდენიმე წელია ამ დაავადებას ებრძვის. ამის გამო, ის სკოლაში ვერ დადის და დიდ დროს საავადმყოფოს ოთხ კედელში ატარებს.
გთხოვთ, დავეხმაროთ ამ უნიჭიერეს ახალგაზრდას, რომ ოცნებები აიხდინოს!

#სიკეთეგადამდებია

ახლა კი, დატკბით მანანიკოს შემოქმედებით

პოპულარული სტატიები

ზურაბიშვილმა გიგა ოთხოზორია სამოქალაქო თავდადების მედლით დააჯილდოვა

თაკო

“ხალხი ადრე ნამუსიანი იყო, ახლა გულჭრელი გავხდით”

თაკო

ახალგაზრდა მამაკაცს ბლაგვი საგნით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....