NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » “ძმები მოსიების” სახელობის ფესტივალი – ანსამბლ “მასქურის” მორიგი წარმატება (ფოტო, ვიდეო)
კულტურა რეგიონი

“ძმები მოსიების” სახელობის ფესტივალი – ანსამბლ “მასქურის” მორიგი წარმატება (ფოტო, ვიდეო)

11 მაისს ქ. ზუგდიდში სუხიშვილების ოქროს თაობის ლეგენდარული მოცეკვავეების: თამაზ, ლერი და ჯემალ მოსიების სახელობის მეცხრე ხელოვნების ფესტივალი “ძმები მოსიები” ჩატარდა. ფესტივალში მინაწილეობა მიიღეს სხვადასხვა რეგიონის ქორეოგრაფიული ანსამბლების მოცეკვავეებმა -“სამა”, “დიოსკურია”, “იმედი”,” სადადიანო”, “მტრედები”, “ორბი”, “ლირა”, “ქერუბიმი”, “ცისკარი”, “ყილოშტყებამი”, “კოლხა”. 

ასევე, “ძმები მოსიების” სახელობის ფესტივალში მონაწილეობა მიიღო წალენჯიხის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა “მასქური”, რომელიც ცამეტწლიანი არსებობის განმავლობაში აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებებსა თუ ფესტივალებში.

გამარჯვებულ მონაწილეებს ფესტივალის ორგანიზატორებმა სიგელები და საჩუქრები გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ “მასქურმა” დამსწრე საზოგადობისგან დადებითი შეფასება დაიმსახურა, მის ხელმძღვანელებს- დავით საჯაიასა და გოგა ფიფიას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს.

სწორედ ასეთი ანსამბლები იმსახურებენ თანადგომასა და მხარდაჭერას. წალენჯიხა კი ამაყობს, რომ ჰყავს ისეთი ანსამბლი, როგორიცაა “მასქური”.

ცნობისთვის, ძმები, თამაზ, ლერი და ჯემალ მოსიები 60-70-იან წლებში “სუხიშვილებში” ცეკვავდნენ. სწორედ მათი სახელობისაა “ძმები მოსიების” ფესტივალი, რომელიც წელს მეცხრედ ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ წელს “ძმები მოსიების” სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა ზუგდიდის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრ „ოდიშში“.

 

ვიდეო: https://www.facebook.com/indira.miqava/videos/1067539400110267/

https://www.facebook.com/giorgi.kvaracxelia.7923/videos/593276197848978/

პოპულარული სტატიები

ახმეტაში ორი კვირაა უმწეო მოხუცები შიმშილობენ

თაკო

ახალი წლის ღამეს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები უსამსახუროდ დარჩნენ

თაკო

ზესტაფონის მერმა და ვიცე-მერმა თანამდებობები დატოვეს

თაკო
გადასვლა....