NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ლეო ქიაჩელის სახლ-მუზეუმი შველას ითხოვს
ექსკლუზივი კულტურა რეგიონი სამეგრელო ზემო-სვანეთი ფოტო და ვიდეო

ლეო ქიაჩელის სახლ-მუზეუმი შველას ითხოვს


ლეო ქიაჩელი (ნამდვილი სახელი და გვარი ლეონ მიხეილის ძე შენგელაია)დაიბადა 1884წელს სოფელ ობუჯში.გარდაიცვლა 1963წელს თბილისში.

იგი გახლავთ ერთ-ერთი გამოჩენილი ქართველი მწერალი, რომლის კალამსაც ეკუთვნის ისეთი ნოველები როგორიცაა:  “სკეფსი” “დუმილის თეორია” “ნიღბის ფილოსოფია” და სხვა.

განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ქიაჩელის რომანმა „გვადი ბიგვამ“, რომელშიც წარმოდგენილია 30-იანი წლების ქართული სოფლის ცხოვრება: შენიღბული რეაქციული ძალები (არჩილ ფორია), კერძომესაკუთრული ფსიქიკით შეპყრობილი გლეხობა (გოჩა სალანდია), სიზარმაცე და ცუღლუტობა (გვადი ბიგვა). რომანის იდეური ხაზია ახალი ადამიანის ჩამოყალიბება. გვადია ფერისცვალება ფსიქოლოგიური ტაქტით არის წარმართული; საკუთარ კაცურ ღირსებაში დარწმუნებას და არჩილის ზეგავლენისაგან თავდახსნია სიხარულს მოსდევს არჩილის უნებლიე მკვლელობა — სისხლიანი ზღვარი დღევანდელსა და ხვალინდელს შორის. (https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9D_%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98)

     ალბათ ყველას გაინტერესებთ თუ როგორ მდგომარეობაშია მისი სახლ-მუზეუმი დღეს.ამიტომ გადავწყიტე წავსულიყავი სოფელ ობუჯში და ლეო ქიაჩელის სახლ-მუზეუმისთვის გადამეღო ფოტოები,შედეგს თქვენ თვითონაც ხედავთ. აქ მოხვედრისას თავს იგრძნობთ მიტოვებულად, დამცირებულად, რადგან ხედავ თუ როგორ გამოიყურება შენი სიმდიდრე, შენი ისტორია, კულტურა. ყოველი ეს გრძნობა თავს იყრის მუზეუმის დათვალიერებისას, ჩამტვრეული იატაკი, ჩამსხვრეული ფანჯარა, სიძველისაგან ჩამოშლისპირას მყოფი კედლები. საშინელებაა, როდესაც მსგავსი პიროვნების სახლ-მუზეუმი ყველასგან მიტოვებულია.

 გადავწყვიტე გავსაუბრებოდი ობუჯის მაცხოვრებელს, რომელმაც ჩვენთან საუბარში თქვა,რომ 1992-93წლებისთვის სახლმუზეუმი კარგ მდგომარეობაში იყო.ძალიან მოწესრიგებული და კარგი მუზეუმი ჰქონდათ ობუჯელებს, თუმცა მას შემდეგ ვხედავთ, რომ ამ კულტურულ ობიექტს არ წყალობს არც მთავრობა და არც კერძო სექტორში მომუშავე ადამიანები.

   ლეო ქიაჩელის სახლმუზეუმის გახსნის დროს აქ იმყოფებოდა თვით ლეო ქიაჩელი და აქედან ვასკვნით, რომ ის სიცოცხლეშივე აღიარეს როგორც ნიჭიერი მწერალი.აღსანიშნავია ისიც რომ სახლ-მუზეუმის გახსნისას იმყოფებოდნენ სხვა ცნობილი ადამიანებიც. მუზეუმის გახსნას უნდა ვუმადლოვდეთ ობუჯის მცხოვრებ-მამია კაკაჩიასა და ფუფული ფიფიას.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ სახლმუზეუმს სტუმრობენ როგორც საქართველოს მკვიდრნი ასევე ტურისტებიც. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ ამ ადგილს არამხოლოდ ისტორიული ძეგლის ფუნქცია აქვს არამედ არის ტურისტებისთვის მიმზიდველი ობიექტიც, ამიტომაც აუცილებელია ვინმე დაინტერესდეს მისი რეაბილიტაციით.

   მინდა ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ამ სოფლის შესახებ, რომელიც ძალიან დიდი ისტორიის მატარებელია, აქ დაიბადნენ და გაიზარდნენ ძალიან წარმატებული ადამიანები, როგორებიც არიან:ცნობილი პროფესორ-აკადემიკოსები შოთ მესხია და იაშა მესხია. ყველასათვის ცნობილი კინორეჟისორები ელდარ და გიორგი შენგელაიები.

  გული შემტკივა ამ სოფლის გამო და კერძოდ ამ სახლ-მუზეუმის გამო, რადგან კულტურული ძეგლებია, რაც გვაკავშირებს წარსულთან, ჩვენ კი მათ ვანგრევთ და არ ვუფრთხილდებით. აუცილებელია მთავრობამ გამოყოს თანხა მისი რეაბილიტაციისთვის.

ჩვენ  შევეცდებით ხმა მივაწვდინოთ შესაბამის ორგანოებს, რათა ეს პრობლემა მოგვარდეს.   

 

ვერიკო კვარაცხელია.

პოპულარული სტატიები

სამტრედიის ბაღების ცხენის ხორცით მომარაგების ფაქტი დადასტურდა

თაკო

მდინარე რიონში გადავარდნილი მოზარდის ცხედარი იპოვეს

თაკო

რატომ სცემა ხელვაჩაურში დედამთილმა რძალი აკვნის ჯოხით? (ვიდეო)

თაკო
გადასვლა....