NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » 13 წლის ბავშვს მუშაობა უწევს ოჯახის გამოსაკვებად, დათა აქუბარდიას ინიციატივის შედეგად მისი ოჯახი აღდგომას მშიერი არ შეხვდება
საზოგადოება სამეგრელო ზემო-სვანეთი

13 წლის ბავშვს მუშაობა უწევს ოჯახის გამოსაკვებად, დათა აქუბარდიას ინიციატივის შედეგად მისი ოჯახი აღდგომას მშიერი არ შეხვდება

ყველაფერი ასე დაიწყო. დათა აქუბარდიამ სოციალურ ქსელში დადო ფოტო წარწერით, სადაც პროტესტს გამოხატავდა თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც პრემიებს იღებენ და ბევრი ბავშვი ლუკმა-პურის საძიებლად ასეთი სახით მუშაობს.

“12წლის ბავში რომელიც თავისი დაუღალავი და მძიმე შრომით არჩენს ოჯახს. ეს ბავშვი მთელი დღე შრომობს,წვალობს, იმისთვის, რომ პური მიიტანოს სახლში😭. 12 წლის ბავშვები არ უნდა მუშაობდნენ! თანამდეობის პირები კი პრემიებს არ იკლებენ😠 და სავარძელზე კარგად არიან მოკალათებული! თუ ვინმე დაინტერესდებით პმ შემეხმიანეთ, სააღდგომოდ ვაპირებ მისვლას! “-წერს დათა აქუბარდია

სამართლიანი არჩევნების ISFED-ის ზუგდიდის კორდინატორმა დათა აქუბარდიამ დააანონსა, რომ ბავშვის დასახმარებლად მიდიოდნენ, თან სხვებსაც მოუწოდა გაჰყოლოდნენ.

დათას პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრმა კეთილმა ადამიანმა გამოთქვა დახმარების სურვილი და პროდუქტებსაც მალევე მოუყარეს თავი.

ამ კეთილ წამოწყებაზე დათა აქუბარდია თავად გვესაუბრა.

“ზუგდიდში შემთხვევით ვნახე 13 წლის ბიჭი ურიკაზე ტვირთს რომ ეზიდებოდა. მივედი და გამოვკითხე თუ სად ცხოვრობდა, რატომ მუშაობდა, რა მდგომარეობა ჰქონდა ოჯახში. ფოტო გადავუღე და ფეისბუქზე განვათავსე. საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მეგობრებისა და უცნობი ადამიანებისგან. ვის როგორც შეეძლო ისე მოჰქონდა პროდუქტები. დღეს ვიმყოფებოდით და მივუტანეთ ერთი თვის სამყოფი პროდუქტები, ერთი წლის გამვალობაში დენის გადასახადსაც ჩვენ დავუფარავთ. ამის გარდა, 300 ლარი გადავეცით ბავშვებს ტანსაცმლის საყიდლად, სკოლაში რომ იარონ. ასევე ვაპირებთ სისტემატიურად ვესტუმროთ ოჯახს და პერიოდულად პროდუქტი მივუტანოთ. ოჯახი ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობს სახლს ფანჯრები არ აქვს და იქ ცხოვრება შეუძლებელია. მამა შშმ პირია, დედა უმუშევარი.“ – გვითხრა აქუბარდიამ “ნიუსმედიასთან” საუბრისას.

იმედია, კიდევ ბევრი ადამიანი გამოთქვამს სურვილს დაეხმარონ ასეთ გაჭირვებულ ოჯახებს.

პოპულარული სტატიები

“ვერ გასაღდა საწყალი გოგო” _ სოციალურ ქსელში ახალი დაპირისპირება დაიწყო

თაკო

სამშენებლო მტვრის წარმოქმნის კონტროლი მკაცრდება

თაკო

პატრიარქის მანდილი ძიუდოისტებს – დიდი შერიგება

თაკო
გადასვლა....