NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » კალმით შექმნილი ხელოვნება
კულტურა მთავარი გვერდი საზოგადოება სამეგრელო ზემო-სვანეთი

კალმით შექმნილი ხელოვნება

კალიგრაფიის, ხელოვნების პოპულარიზაციისა და დანერგვის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, უკვე წლებია ტრადიციულად, კონკურსი “ქართული კალიგრაფია” ტარდება.

არც წლევანდელი წელი ყოფილა გამონაკლისი. დედაენის დღესთან დაკავშირებით, მართვითი ცენტრის დარბაზში, “ქართული კალიგრაფია – 2019”-ის გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. კონკურსში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტისა და ზუგდიდის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები.

დასახელდნენ გამარჯვებულები სამ ასაკობრივ (უმცროსი, საშუალო და უფროსი) ჯგუფში-I, II და III ადგილის მფლობელები და ასევე სხვადასხვა ნომინანტები. პრიორიტეტში ჯერჯერობით მხოლოდ მისი ახალი წევრები ექცევიან. პრაქტიკული სამუშაოების შესრულებისა და კონკრეტულ პროექტებში მონაწილეობის მეშვეობით, დამწყები კალიგრაფები თანდათანობით იძენენ ცოდნას და პროფესიონალებად ყალიბდებიან. შედეგად, ქართული დამწერლობის კულტურა თანამედროვე, მართებულად შესრულებული ხელნაწერებით ივსება.

NewsMedia შეეცადა რამდენიმე კონკურსანტს გასაუბრებოდა. ისინი გვეტყვიან, თუ რას ნიშნავს მათთვის კალიგრაფიულად წერა და რატომ იღებენ მონაწილეობას აღნიშნულ კონკურსში.

•შაკო გორდულავა, ქ.ჯვარის ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეა. “ჩემთვის ყველაფერი რაც ქართულთანაა დაკავშირებული უძვირფასესია. კალიგრაფიულად წერა, მამშვიდებს, ამაღლებულ განწყობაზე მაყენებს. სწორედ ამიტომ ვღებულობ მონაწილეობას კონკურსში ” ქართული კალიგრაფია”.”

• მარიამ ცანავა, ოდიშის მეორე საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე და 2018-2019 წლების I ადგილის მფლობელია: “ჩემთვის ძალიან მნისვნელოვანია, თუ როგორ მოეწონება ხალხს ჩემი ნამუშევარი.. ამ კონკურსში კი სხვების დამოკიდებულებას ვიგებ და ეს ძალიან მომწონს. რაც შეეხება კალიგრაფიის მიმართ ჩემს დამოკიდებულებას, ის სიმშვიდეს მანიჭებს. ყოველი ახალი ნამიშევრის შექმნისას სიახლეებს აღმოვაჩენ ხოლმე და ეს ძალიან მახარებს.

• ალიკა სალია, შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის პირველი კურსის, საჯარო მმართველობის სტუდენტია. მან რამდენჯერმე გაიმარჯვა აღნისმულ კონკურსში. ” აქტიურად ვმონაწილეობ ქართული კალიგრაფიის განვითარებაში. კალიგრაფია ჩემთვის ხელოვნების ის სფეროა რომელიც დიდ სიამოვნებას მანიჭებს.”

• ანი კვარაცხელია ჯგალის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე და 2016-17-18 წლების I,II ადგილის მფლობეელია. წელს კი, გაიმარჯვა ნომინაციაში “საუკეთესო ასლი”. ” ანბანის სიყვარული ქართულის მასწავლებელმა, ნონა მიქავამ მასწავლა. ბავშობიდან ვცდილობდი და ვცდილობ, ამ სიამაყეს მოვეფერო. ჩემთვის კალიგრაფია ყველაფერია. ყველაფერი, კი ნიშნავს ყველაფერს! აღნიშნული კონკურსი კი მხოლოდ და მხოლოდ დადებით ენერგიას მმატებს. უკვე წლებია, 14 აპრილი ჩემთვის დედაენის დღესთან ერთად კალიგრაფიის დღესთან ასოცირდება!”

• მზია კვარაცხელია, ჯგალის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე და არაერთი ნომინაციის გამარჯვებულია. “კალიფრაფიულად წერა ქართული ანბანის სიყვარულმა დამაწყებინა. ვეფერები და ვეალერსები ჩვენს უძველეს და უნიკალურ ანბანს. კონკურსი კი თვითრეალიზაციის საშუალებას მაძლევს და მოტივაციას მიზრდის, რომ ჩემი ხელწერა უფრო და უფრო დავხვეწო.”

• მარიამ ხურცილავა, ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის 1 საჯარო სკოლა IX კლასის მოსწავლე და ნომინაციაში “ანბანის ხასიათი” გამარკვებულია. “მე და კალიგრაფია უკვე დიდი ხნის მეგობრები ვართ. ბევრჯერ გამიგზავნია ჩემი ნაწერები სკოლიდან,მაგრამ დადებითი პასუხი არასდროს არ მომსვლია. ბედი წელსაც ვცადე და ნაწერი გავაგზავნე. ამჯერად ეს ცდა იღბლიანი აღმოჩნდა და ნომინაციაში გავიმარჯვე, რისთვისაც ყველა ადამიანს, ვისაც მცირედი ღვაწლიც კი მიუძღოდა, მადლობას ვუხდი. ამის შემდეგ კი ვეცდები, ჩემი ხელწერა უფრო დავხვეწო. არაჩვეულებრივი პროექტია და ყველას, ვისაც უყვარს წერა , ვურჩევ რომ მიიღონ მონაწილეობა ამ შესანიშნავ პროექტში, ნამდვილად არ ინანებთ!”

NewsMedia ასევე გაესაუბრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მართვითი ცენტრის უფროსს, ირმა კვირკვიას. ის მოუწოდებს საოზოგადოებას, ეფერონ და ესათუთონ ქართულ ასოებს. • “ნახეთ ჩვენი კონკურსის ფინალისტების ნამუშევრები წლების მიხედვით და თქვენ აუცილებლად მოგინდებათ წეროთ ლამაზად. ხელწერა თითოეული ადამიანის ერთგვარი შტრიხია. იზრუნეთ ამ შტრიხის სრულყოფილებისათვის. გიყვარდეთ მშობლიური ენა, თქვენი ანბანი, ეფერეთ და ესათუთეთ ქართულ ასოებს. ისინი თქვენს გრძნობებს და განწყობილებებს გადმოსცემენ.”

პოპულარული სტატიები

გუდაურში საბაგიროებით სარგებლობა ძვირდება

მთავარი რედაქტორი

“ნახვის სურვილი მაქვს და უფლებას არ მაძლევენ”

თაკო

„თაკო ჩარკვიანი გმობს ნაცებს და აქებს და ადიდებს ბიძინა ივანიშვილს” (ვიდეო)

თაკო
გადასვლა....