NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » “ჩემი სიმდიდრე ჩემი ოჯახია”- ინტერვიუ ნოდარი ბაბუასთან (ვიდეო)
ბლოგი სამეგრელო ზემო-სვანეთი

“ჩემი სიმდიდრე ჩემი ოჯახია”- ინტერვიუ ნოდარი ბაბუასთან (ვიდეო)

ჩვენს ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიამია, რომლებმაც საინტერესო ცხოვრების გზა გამოიარეს. შეიძლება ეკალ-ბარდებით მოსილი, მაგრამ მაინც საამაყო და დაუვიწყარი. რუბრიკა “საინტერესო ადამიანი” შეეცადა თქვენამდე ის მუხტი მოეტანა, რომელიც პირველი რესპოდენტისგან მივიღეთ.

ნოდარ ჩაბგელია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბუდესოფელში- ჯგალში გაიზარდა. ის შეეცდევა ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს უპასუხოს და დეტალურად თუ არა, ლაკონურად მაინც გაგვაცნოს ის გზა, რომელიც გამოიარა.

გამარჯობათ ბატონო ნოდარ! მადლობას გიხდით რომ მიგვიღეთ. მოგვიყევით თქვენზე.

– გაამარჯობა! პირიქით, მე გიხდით მადლობას რომ არ გავიწყდებით! მინდა გითხრათ, რომ დამთავრებული მაქვს ექვსი კლასი. ვცხოვრობდი და ვსწავლობდი ჯგალში… ვმღეროდი წალენჯიხის ფოლკლორულ ანსამბლში. მყავს ოთხი შვილი, ხუთი შვილიშვილი და ექვსი შვილთაშვილი. მე მდიდარი კაცი ვარ! ჩემი სიმდიდრე კი, არა ფული, არამედ ოჯახია.

როგორც ახსენეთ, იყავით ფოლკლორული ანსამბლის წევრი. მოგვიყევით ამის შესახებ

– 12 წლის ვიყავი, როცა შემიყვანეს წალენჯიხის ფოლკლორულ ანსამბლში. დედაჩემი წარმოშობით გურიიდან იყო. მან შემაყვარა კრიმანჭული და სხვათაშორის, ძალიან კარგად ვასრულებდი. ანსამბლში, ასაკით ჩემზე უფროსები მღეროდნენ: კაკია ბელქანია, უმურია კვარაცხელია, ცხოფო მიქავა, აკაკი ჩიჩუა. თუმცა მე, როგორც კრიმანჭულის მცოდნე, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი, მაინც მიმიღეს. გვასწავლიდნენ იმ დროისთვის მიღებულ სიმღერებს. ახლა კი, მაგ სიმღერებს რომც მინდოდეს ვერ ვიმღერებ. ამასობაში შეიცვალა ყველაფერი. მას შემდეგ, რაც წალენჯიხის ანსამბლი მივატოვეთ, ჩვენ თვითონ შევქმენით ჯგალის ანსამბლი. ასე და ამგვარად გადიოდა დრო, მივყვებოდი იმ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარდა, მაგრამ ერთ დღესაც ეს ანსამბლიც დაიშალა. უმოქმედოდ რომ არ ვყოფილიყავი, გადავწყვიტე მესაქონლეობისთვის მომეკიდა ხელი.

როგორ დაიწყო ასე ვთქვათ, თქვენი მცირე ბიზნესი?

– ჯერ იყო და ვიყიდე 12 დედა ძროხა, მერე კი დაუღალავი შრომის შედეგად, რამდენიმე წელიწადში გავამრავლე და უკვე მეექვსე მეშვიდე წელს 60 სული საქონელი მყავდა. შვილები რომ დაოჯახდნენ, დავკალი 6 ხარი და გადავუხადე შვიდას კაციანი ქორწილი. იმ პერიოდში ეს უკანასკნელი დიდი ფუფუნება იყო. თითქმის ვერავინ ვერ აკეთებდა ამ სიდიდე ქორწილს, მაგრამ მე შევძელი. მოგეხსენებათ ყველაფერს სჭირდება ძალა. დროის ბრუნვასთან ერთად, ასაკიც მომემატა, ამიტომ მომიწია საქმის მიტოვება. ახლა კი აგერ, ვზივარ სახლში და ვცდილობ შვილებთან, შვილიშვილებთან და შვილთაშვილებთან ერთად გავილამაზო ყოველი დღე.

რას იტყვით დღევანდელ თაობაზე და რითი განასხვავებდით XXI საუკუნეს XX საუკუნისგან?

– დღევანდელ ბავშვებს რომ ვაკვირდები, გული მტკივა. ერთმანეთს არ ინდობენ. აგერ, ტელევიზორს ვუყურებ და ვხედავ რა საშინელებები ხდება საქართვეელოში. როგორ კლავენ, ჭრიან და ჩაგრავენ ერთმანეთს. ჩემს დროს ასე არ იყო. მეგობისთვის ყველაფერს ვაკეთებდით, გვიყვარდა ერთმანეთი. მაშინ დანდობა იყო, ახლა კი იმის ცდაში არიან, როგორ აუტეხონ ერთმანეთს შარი. ცუდია, ძალიან ცუდი!!!

რას შეცვლიდით ამ ცხოვრებაში?

– მოკლედ ვიტყვი. იმ დროს დავაბრუნებდი, ერს ქვეყანა და რაც მთავარია ერთმანეთი რომ უყვარდა, გატანა დაა თანადგომა რომ შეგვეძლო!

დიდ მადლობა გისხდით მასპინძლობისთვისა და ასეთი კარგი რესპოდენტობისთვის!

სტატია მოამზადა ანი კვარაცხელიამ.

პოპულარული სტატიები

“ძველებმა” გაიგეს და ახლა ცემით ემუქრებიან, ბავშვები ჰყავს და მუქარა სერიოზული”

თაკო

მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში

მთავარი რედაქტორი

“სადაც ვიწროა იქ გაწყდესო”, ჰოდა, მოსახდენი მაინც მოხდება”

თაკო
გადასვლა....