NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » “მასქური” – წალენჯიხის ქორეოგრაფიული ანსამბლის წარმატება
საზოგადოება

“მასქური” – წალენჯიხის ქორეოგრაფიული ანსამბლის წარმატება

გუშინ პროფკავშირების კულტურის სახლში ქართული ცეკვის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლების ფესტივალი – „ოქროს ფარი“ ჩატარდა. მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ანსამბლები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყო წალენჯიხის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი – “მასქური”, რომელიც უკვე მეორე წელია ამ ფესტივალში იღებს მონაწილეობას.

“უკვე მეორე წელია ამ ფესტივალში ვიღებთ მონაწილეობას და კმაყოფილები ვარ, ვინაიდან ძალიან ორგანიზებული ფესტივალია. ჩვენმა ანსამბლმა წარადგინა სამი ნომერი. ბავშვებმა შეასრულეს ყაზბეგური, აჭარული და მთიელ ქალთა ცეკვები” – განაცხადა წალენჯიხის ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ “მასქურის” ხელმნძღვანელმა, დავით საჯაიამ “ნიუსმედიასთან” საუბრისას.

ფესტივალზე “მასქურის” ხელმძღვანელებს, დავით საჯაიასა და გოგა ფიფიას ლაურეატის წოდება მიანიჭეს.

“ოქროს ფარის” გამარჯვებულები დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ.

ფესტივალის მიზანია, ეროვნული ცეკვის პოპულარიზაცია, ბავშვებისა და მოზარდების ნიჭის გამოვლენა, ახალი ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლების შექმნა და მათი წარმოჩენა.

ცნობისთვის, წალენჯიხის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი “მასქური” 13 წელია რაც არსებობს.

 

პოპულარული სტატიები

“რუსი ჯარისკაცის ჩექმა ქართულ მიწაზე 2019 წელს აღარ იყოს”

თაკო

“თუ მაგას ჰქონია, მე რომ მაგინებს ჩემს დედას შეეხება, ძალიან შემცდარა”

თაკო

“ჩაის სმას მოუკლოს, თორემ შემდეგი თვითმკვლელობის “მცდელობა” წარმატებით დასრულდება”

თაკო
გადასვლა....