NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » ჯგალში ტიციან ტაბიძის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
ბლოგი სამეგრელო ზემო-სვანეთი

ჯგალში ტიციან ტაბიძის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

ჯგალის საზოგადოებრივ ცენტრში 28 მარტს გაიმართა ტიციან ტაბიძისადმი მიძღვნილი საღამო, მოეწყო ფილმის ჩვენება, ჯგალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კი ტ.ტაბიძის ლექსები წაიკითხეს.

ღონისძიება საზოგადოებრივი ცენტრის ბიბლიოთეკარის ნინო მესხიას ინიციატივით მოეწყო.

ლექსების წერა ტიციანმა ბავშვობიდანვე, მოწაფეობის დროიდან დაიწყო.ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მეექვსე კლასის მოსწავლე ვიყავი, პირველი ლექსი რომ დავბეჭდეო,-იგონებს პოეტი.ამ დროიდანვე იგი წერდა და ბეჭდავდა პროზაულ მინიატურებს, ჩანახატებს, ესკიზებსა და ნოველებს.
1913 წელს ტიციანმა სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში ტ. ტაბიძე აქტიურ საზოგადოებრივ და შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა.
მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1917 წელს, ტიციანი მცირე ხანს თბილისში, გაზეთ ,,საქართველოს“ რედაქციაში მუშაობდა. გაზეთის ფურცლებზე მან მრავალი კორესპოდენცია და პუბლიცისტური სტატია გამოაქვეყნა, რომლებშიც თავისებურად აანალიზებს მაშინდელ რთულ პოლიტიკურ, ეროვნულ დასოციალურ მოვლენებს. სტუდენტობის წლებშივე ტიციანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ,,ცისფერი ყანწების“ ლიტერატურული ჯგუფის დაფუძნებასა და ამავე სახელწოდების ჟურნალის გამოცემაში. ქართული სიმბოლიზმის დამფუძნებელი მწერლები მისი ახლო მეგობრები იყვნენ და პოეტი ჯერ კიდევ ქუთაისის გიმნაზიაში მოწაფეობის წლებში გაეცნო დაუმეგობრდა თითქმის ყოველ მათგანს. იგი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა მნიშვნელოვანი კულტურულ- ლიტერატურული პრობლემების გადაჭრაში.

გიორგი აკობია

პოპულარული სტატიები

ერთი უცნაური სიყვარულის ამბავი

“ზუსტად ეგ მინდა მეც, რომ დამიჭიროთ”

თაკო

“ვერც ერთმა ქართველმა ვერ უნდა დაივიწყოს აფხაზეთი და თუ დავივიწყეთ, ესე იგი დავმარცხდით!” (ფოტოები)

თაკო
გადასვლა....