NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » ერთი უცნაური სიყვარულის ამბავი
ბლოგი

ერთი უცნაური სიყვარულის ამბავი

არ მახსოვს, როდის შემიყვარდა და როდიდან დაიწყო ჩვენს შორის ასეთი განახვავებული ურთიერთობა. აი, ისეთი, ადამიანებს რომ არ ახასიათებთ ხოლმე.

ყველასგან განსხვავებულია, წყნარი და საყვარელი. არ გვგავს კვარაცხელიებს. ალბათ, იმიტომ, რომ ბავშვობა ჯგალში არ გაუტარებია. მისი აქ გადმოსახლებაც არ მახსოვს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს?!

ვინც მიცნობს, იცის, რომ ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი და ყველაფერი რაც მას უკავშირდება, ამიტომაც არ ვერიდები ხოლმე ექსპერიმენტების ჩატარებას. ვინც მე მიცნობს, იცნობს მასაც. ხშირად მის სახელსაც მეძახიან ხოლმე. მერე რა, სულაც არ მწყინს…

რამდენიმე წლის წინ, ჯგალში ამერიკელი გვყავდა. დედამისი, როცა შვილის ამბების მოსაკითხად მწერდა, პირველ რიგში, მას კითხულობდა და არა თავის ღვიძლ შვილს. მას ხომ ნანახიც არ ჰყავდა?! მაგრამ, ეტყობა, ასეც ყოფილა მისი შეყვარება შესაძლებელი. ხშირად ვდებ ხოლმე მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და ყველა გაოცებულია, რომ ისიც პოზიორობს ხოლმე კამერის წინ. აკი ვამბობ, კარგი ვინმეათქო.

ჯგალშიც რომ ჩავდივარ, სულ ვნახულობ, ზოგჯერ გაბრაზებული მხვდება, ალბათ, მოვენატრე. მასაც ენატრება, თქვენ წარმოიდგინეთ. ვიცი, მასზე ხშირად მეხუმრებიან, მეც ვხუმრობ ხოლმე, მაგრამ მე ის მართლა მიყვარს… ნანახი რომ არ ჰყავთ ისე უყვართ და…

რომ გვეკითხებიან, რამდენს იწველებაო, რამდენსაც გვინდათქო – ვპასუხობთ. უცხიმიანესი და უგემრიელესი რძე აქვს. ვისაც ჯურგას სახელი ერთხელ მაინც გაუგია, მისი ნაწარმის დაგემოვნებას ლამობს. ხშირად უკითხავთ – ჯურგა რა არის? ჯურგა რა არა, ვინ არის. დიახ, ის ბევრ ადამიანზე უფრო ადამიანია და ამიტომაც მიყვარს და უყვართ. არასდროს შემრცხვება, მასთან სელფის გადაღება ან ვინმესთან თქმა, რომ ჯურგა – ძროხაა. ხო, თურმე ძაღლის ან კატის გარდა, ძროხის შეყვარებაც ყოფილა შესაძლებელი. ხოდა, კიდე, ჯურ-ღ-ა არა, ჯ-უ-რ-გ-ა! გაუმარჯოს ჯურგას!

 

თაკო კვარაცხელია

პოპულარული სტატიები

“ვერანაირი თქვენი აგრესია ჩემს აზრს ვერ შემაცვლევინებს”

თაკო

“ისეთი შიში ვჭამე, ახლაც ვერ გამოვდივარ კარგად!”

თაკო

“ახლა გახდა “პარიჟანკა” პუწინის “რეზიძენწი”? ანუ რით სჯობს სალომე გრიგოლსა და დავითს?!”

თაკო
გადასვლა....