NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » როგორ გავზარდოთ ქიმიისადმი ინტერესი სკოლებში?- ჯვარის პირველი საჯარო სკოლის რეცეპტი
მთავარი გვერდი

როგორ გავზარდოთ ქიმიისადმი ინტერესი სკოლებში?- ჯვარის პირველი საჯარო სკოლის რეცეპტი

27 მარტს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში ქ.ჯვარის ლ.ჭანტურიას სახელობის პირველ საჯარო სკოლასთან არსებული ქიმიის მოყვარულთა წრის როგით მეორე შეხვედრა შედგა.

იხილეთ ვიდეო :

https://www.facebook.com/JVARISPIRVELISELFGOVEREMENT/videos/415564539012320/

ქიმიის მოყვარულთა წრის მოსწავლეებმა განიხილეს დიმიტრი მენდელეევის პერიოდული სისტემა, ჩაატარეს სხვადასხვა სახის ქიმიური რეაქციები და განიხილეს მეტალთა ძაბვის ელექტროქიმიური მწკრივის ძირითადი აგებულება .

პროექტის სახელია – “ალქიმიიდან ოცდამეერთე საუკუნემდე” რომელიც მეთერთმეტე კლასის მოსწავლის შაკო გორდულავას ინიციატივა იყო.

საქართველოს სკოლებში ქიმიისადმი ინტერესი დიდი არაა, რასაც ვერ ვიტყვით ქ. ჯვარის პირველ საჯარო სკოლაზე. სკოლის ქიმიის ლაბორატორიაში კვირაში ერთხელ ტარდება მსგავსი ტიპის შეხვედრა, სადაც ატარებენ სხვადასხვა ტიპის ქიმიურ რეაქციებს, განიხილავენ გამოჩენილი ქიმიკოსების მიღწევებს.

ნიუსმედია დაინტერესდა საკითხით, თუ როგორ მოხერხდა, რომ ამ კონკრეტულ სკოლაში ქიმიის სწავლება ყოფილიყო სახალისო და თან პროდუქტიული, როდესაც ვხედავთ რომ სხვა სკოლებში მსგავსი დაინტერესება ამ საკითხით არ არის.

აქ ვაწყდებით ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გადაკვეთას, რამაც განაპირობა ეს პროდუქტიულობა. სკოლის მოსწავლე შაკო გორდულავა, რომელიც ქიმიით არის გატაცებული YouTube-ში ეძებს ქიმიურ რეაქციებს , შემდეგ ქართულად თარგმნის მას და აცნობს მის სკოლელებს.

ასევე ხაზი უნდა გავუსვათ, რომ შაკოს ამ წამოწყებას დიდი ენთუზიაზმით შეხვდა, მისი ქიმიის მასწავლებელი ეკატერინე შამუგია, რომელიც ქიმიას უკვე 30 წელია რაც სკოლაში ასწავლის.

ეკატერინე მასწავლებელი, სრული სერიოზულობით დაინტერესდა შაკოს იდეით და სწორედ მასწავლებლის კეთილი ნებითა და მოსწავლის დიდი მონდომების შედეგად მივიღეთ სკოლაში ქიმიისადმი დაინტერესებული მოსწავლეების მატება.

შაკომ აგრეთვე მოხატა ქიმიის ლაბორატორიის ოთახი, სადაც მან კედელზე გადაიტანა მეტალთა ძაბვის ელექტროქიმიური მწკრივი და ხსნადობის ცხრილი. ახლა კი მუშაობს პერიოდული სისტემის მოხატვაზე.

ჩვენი დიდი სურვილია სხვა სკოლებმა მაგალითი აიღონ ქ.ჯვარის 1 საჯარო სკოლიდან და გახადონ ქიმიის გაკვეთილები უფრო სახალისო, რაც რა თქმა უნდა პროდუქტიულობაზეც იმოქმედებს.

პოპულარული სტატიები

მერაბ ნინიძე ახალ ფილმში ბენედიქტ კამბერბეჩთან ერთად ითამაშებს

მთავარი რედაქტორი

კობი ბრაიანტის წიგნი 23 ოქტომბერს გამოიცემა

მთავარი რედაქტორი

ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მედიის ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს არ უშვებდნენ

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....