NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » კრიშტიანუ რონალდუს ამერიკაში არ ჩაესვლება
სპორტი

კრიშტიანუ რონალდუს ამერიკაში არ ჩაესვლება

ტურინის „იუვენტუსი“ სეზონებს შორის პაუზის დროს, ტურნეს გამართავს არა ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ აზიაში. მიზეზი გუნდის მთავარი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუა.

აშშ-ში საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ორგანიზატორებმა „იუვენტუსის“ გარეშე გადაწყვიტეს ტურნირის ჩატარება, რადგან პორტუგალიელი ფეხბურთელი, შესაძლოა, დააკავონ ამერიკაში კეტრინ მაიორგას გაუპატიურების საქმესთან დაკავშირებით.

„იუვენტუსს“ მრავალწლიანი საკონტრაქტო ხელშეკრულება აქვს გაფორმებული საერთაშორისო ჩემპიონთა თასის გათამაშებაში მონაწილეობაზე. იგეგმება, რომ ტურინელები ტურნირის აზიურ ნაწილში ითამაშებენ, კერძოდ, ჩინეთსა და სინგაპურში შეხვდებიან „ტოტენჰემსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“.

აღვნიშნავთ, რომ გახმაურებული სკანდალის გამო, რონალდუს უკვე აქვს გარკვეული საიმიჯო დანაკარგები, მაგალითად, გაუპატიურების ისტორიის შემდეგ, ის აღარ არის FIFA19-ის სახე.

პოპულარული სტატიები

სენსაცია! ენდი მარი კარიერას ასრულებს?

შაკო ოდიშვილი

ლივერპული თუ ნაპოლი?

შაკო ოდიშვილი

„ბარსელონა“ ლოგოს დიზაინს ცვლის

თაკო
გადასვლა....