NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “იაგო ნებიერიძეს კითხვები მე დავუსვი. მკვლელობის ჩადენის მიზეზი მაინტერესებდა”
საზოგადოება სამართალი

“იაგო ნებიერიძეს კითხვები მე დავუსვი. მკვლელობის ჩადენის მიზეზი მაინტერესებდა”

“იაგო ნებიერიძეს კითხვები მე დავუსვი. მკვლელობის ჩადენის მიზეზი მაინტერესებდა. ბუნებრივია, პასუხი ვერ გამცა,” – ამის შესახებ გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის დედამ, ნათია ლალიაშვილმა განუცხადა.

ის დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში შვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაიკითხა. პროცესს თავად ბრალდებული იაგო ნებიერიძეც ესწრებოდა. თუმცა, როგორც ლალიაშვილი განმარტავს, ნებიერიძეს კუჭის ტკივილის მიზეზით პროცესის გადადება სურდა.

„ბრალდებულს არანაირი კითხვა არ ჰქონია, რაც შეეხება ჩემს ჩვენებას, ბავშვის შესახებ ვისაუბრე, როგორ, რა გზით დადიოდა სკოლაში, იმ დღეს რა ეცვა და ა.შ. და ვიცნობდი თუ არა, იმ ავადმყოფს. მას კითხვები მე დავუსვი, მაგრამ სამწუხაროდ, პასუხი ვერ გამცა. ბუნებრივია, ვერც მიპასუხებდა. ამ ყველაფრის, მკვლელობის ჩადენის მიზეზი მაინტერესებდა, მაგრამ „კუჭი ტკივა“ და ვერ ლაპარაკობს, ენა გადაეყლაპა. პირადად ჩემთვის ეს არ უთქვამს, მაგრამ სასამართლოში გამოაცხადა, კუჭი მტკივაო და პროცესის ჩაშლას ითხოვდა. რა თქმა უნდა, მოსამართლემ არ გადადო, რადგან ექიმის მიერ არის შემოწმებული და იციან, რომ არაფერი აწუხებს. ახლაც შეამოწმეს და არანაირი კუჭი არ აწუხებს”, – განაცხადა ლალიაშვილმა.

შემდეგი სასამართლო პროცესი 25 მარტს, 13:00 საათზე გაიმართება.

პოპულარული სტატიები

რეჟისორი გიორგი დანელია საავადმყოფოში გადაიყვანეს

თაკო

“სკოლიდან ტირილით ბრუნდება, რადგან კლასელები “უშნოს” “საცოდავს” და ათასი სიტყვებით ამკობენ”

თაკო

“გალში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება”

თაკო
გადასვლა....