NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » “პატიოსან ქვეყანაში ხალხი ყველას გაგვრეკავდა აქედან”
პოლიტიკა

“პატიოსან ქვეყანაში ხალხი ყველას გაგვრეკავდა აქედან”

“პატრიოტთა ალიანსის” წევრი ადა მარშანია იუსტიციის მინისტრის ანგარიშით უკმაყოფილოა. დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე კრიტიკული განცხადებები გააკეთა.

„პატივცემულო კოლეგებო, გამოვედი ამ ტრიბუნაზე და პირველად ჩემს ცხოვრებაში არც კი ვიცი, როგორ დავიწყო ჩემი გამოსვლა. უბრალოდ, რაც თავში მომივა, იმას ვიტყვი, ისე ვარ ემოციებით გადავსებული და გადატვირთული. ღმერთმა დაგიფაროთ თქვენ, “ქართული ოცნება”, ე.წ. პოლიტიკური ორგანიზაცია, რომ გაგიჟდეს “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”, შეუერთდეს “ნაციონალურ მოძრაობას” და მერე თქვენ რა გეშველებათ, თქვე საცოდავებო, თქვე უბადრუკებო, თქვე საცოდავებო… მართლა, რა გეშველებათ მერე თქვენ?!

პატიოსან ქვეყანაში მებრძოლი ხალხი და საზოგადოება აქ მოგვადგებოდა ჩვენ ყველას და გაგვრეკავდა აქედან, გარეკავდა ამ უნამუსო და უსაქმურ პარლამენტს“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

 

პოპულარული სტატიები

პრემიერი განცხადებას ავრცელებს

თაკო

„არ არის იმის დრო ვიწუწუნოთ იმაზე ვინ რომელ ადგილზე მოხვდა, შეიკრიბონ საგანგებო სესიაზე და გამოაცხადონ თვითდაშლა“

თაკო

“მენატრება ყოველი კვადრატული მეტრი საქართველოსი, ყოველი უჯრედი მენატრება”

თაკო
გადასვლა....