NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “გირჩმა” პარლამენტარებს ყურსასმენები აჩუქა
პოლიტიკა

“გირჩმა” პარლამენტარებს ყურსასმენები აჩუქა

“გირჩმა” საქართველოს პარლამენტის წევრებს საჩუქრად ყურსასმენები გაუგზავნა.

პოლიტიკური გაერთიანების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყურსასმენების გაგზავნის იდეა პარტიის მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატს ჰერმან საბოს ეკუთვნის.

ჯაფარიძის განმარტებით, მაჟორიტარები საკუთარ ოლქებში გაჭირვებულ ადამიანებს და ორგანიზაციებს ეხმარებიან და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ჰერმან საბომ, დაეხმაროს პარლამენტს, რომლის უკანა რიგებში მსხდომ დეპუტატებს ხმა კარგად არ ესმით.

20 მარტს, რამდენიმე დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს სესიის დროს მიმართა, რომ კენჭისყრისას პულტმა არ იმუშავა; ცუდი აკუსტიკაა, რის გამოც უკანა რიგებში არ ესმით, რა საკითხს უყრიან კენჭს და ამისთვის  პარლამენტმა ყურსასმენები უნდა უზრუნველყოს.

პოპულარული სტატიები

პროკურატურის გამოძიება TBC ბანკის წინააღმდეგ

“ჩვენი გუნდის თითოეულ ლიდერს წინ რომ დაუდო ფული, ხელს არ მოჰკიდებს”

თაკო

“მას ვაზელინით გაზეპილ ოთახში უწევდა მუშაობა”

თაკო
გადასვლა....