NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “თქვენ ხართ თვალთმაქცები, ცოტა მაღალ კლასში გადადით” – თალაკვაძე ოპოზიციას
პოლიტიკა

“თქვენ ხართ თვალთმაქცები, ცოტა მაღალ კლასში გადადით” – თალაკვაძე ოპოზიციას

“მართლა გგონიათ, რომ რამე ინტრიგას დათესავთ, ცოტა მაღალ კლასში გადადით,” – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს.

„სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რაც ამ ორ დღეში გამოჩნდა. ოპოზიციას არავითარი საქმიანი კითხვა და არანაირი ინტერესი საქმესთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს. ვერ დავინახე კოლეგებო თქვენს შეკითხვებში, რომ გაინტერესებთ მომავალი, საქმე, რომელშიც იუსტიციის სამინისტრო აკეთებს. რა გჭირთ, რა დაგემართათ. ხომ შეიძლება, რომ 100 კითხვიდან ერთი მაინც საქმესთან დაკავშირებით დასვათ. გასაგებია, რომ რაღაც კომპლექსი გაწუხებთ თქვენს წარსულთან დაკავშირებით და გინდათ, ეს გადაფაროთ ასეთი აგრესიული და ცინიკური კითხვებით, მაგრამ ვერ გადაიფარება. ჩვენ აღარ შეგახსენებთ არაფერს, უბრალოდ თქვენ თვითონ გამოდით ამ წარსულის კომპლექსიდან. დაიწყეთ რაღაც თავდაჯერებული იუმორით, მერე ტორტით გააგრძელეთ და ბოლოს გაბრაზებულებმა დაამთავრეთ, რადგან ვერაფერი მოუხერხეთ თეა წულუკიანს პარლამენტში, ვერც მინისტრის საათში და ვერც სხვა საზედამხედველო მექანიზმით. ისევ საპარლამენტო უმრავლესობას მოგვიწევს მწვავე კითხვების დასმა და ისევ ჩვენ დავსვით კითხვები, რომელიც საზოგადოებას აინეტერესებთ.

ეს რა მოიფიქრეთ კიდევ, შვიდჯერ რომ გაიმეორეთ, აშანტაჟებს პარტიის თავმჯდომარესა და გუნდს. თქვენ მართლა გგონიათ, რომ ეგეთი იაფფასიანი პოლიტიკა არის საქართველოში კიდევ, როგორსაც თქვენ აკეთებდით? და გგონიათ, რომ გუნდის წევრები ერთმანეთზე გაბრაზდებიან, თუ თქვენ თქვით, რომ ერთი მეორეს თითქოს აშანტაჟებდა. მართლა გგონიათ, რომ რამე ინტრიგას დათესავთ? ცოტა მაღალ კლასზე გადადით, შემდეგ კლასში, დამთავრდა ეგ მარტივი პოლიტიკა, რაღაც მარცვალს რომ გადააგდებდით და ელოდებოდით, როგორ აღმოცენდებოდა პოლიტიკური კონფლიქტი. მაგაზე ვერავის გააბრაზებთ მმართველ გუნდში. რამე უფრო რთული მოიფიქრეთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის წევრებს ერთი სიტყვა მაინც უნდა ეთქვათ რუსეთთან მოგებულ საქმეებზე, რომელიც უკავშირდება ომს, დეპორტაციასა და საქართველოს მოქალაქეების მასობრივ დევნას.

„მაინტერესებს, მადლობა მაინც თუ გადაუხადეთ თეა წულუკიანს, რომ თქვენი გაფუჭებული საქმეები აკეთა წლების განმავლობაში. 3 600 ადამიანი რომ უნდა გამოგეკითხათ და მოგეძებნათ დაზარალებული, 120 ადამიანის სია რომ დაურთეთ, ისინიც წესიერად რომ არ გამოგიკითხავთ, თეა წულუკიანს მადლობა მაინც გადაუხადეთ, თქვენი გასაკეთებელი საქმე გააკეთა ამდენი წლის შემდეგ. ერთი სიტყვა დაგცდენოდათ ასეთი მამულიშვილური ხმამაღალი ინტონაციებით რომ გამოხვედით, რუსეთთან მოგებულ საქმეებზე გეთქვათ ერთი სიტყვა. მსოფლიო პრეცედენტია, რომ პატარა ქვეყანამ, რომელსაც აქვს დასავლური კურსი და დემოკრატია, მოუგო საქმე ამხელა სახელმწიფოს სტრასბურგში, თან ისეთი საქმე, რომელსაც აქვს უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა, რომელიც უკავშირდება ომს, დეპორტაციასა და ჩვენი მოქალაქეების მასობრივ დევნას. ერთი სიტყვა მაინც დაგცდენოდათ პროდასავლელო ოპოზიციის წევრებო, რომ გამოდიხართ და ლაპარაკობთ მაღალფარდოვანი სიტყვებით. რა მოხდა? თქვენი იუსტიციის სამინისტროც არ არის ეს? თქვენი სახელმწიფოც არ არის? თუ მართლა გადარდებთ ეს საქმეები, ველოდი, რომ რაღაცას მაინც იტყოდით ამაზე.

ნახეთ სადამდე მივედით, როგორ ვერ მოახერხეთ ამდენი წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების ელექტრონიზაცია. აქამდე მივედით. რამის ელექტროშოკით აწამებდით ადამიანებს შიგნით და დღეს თქვენ თვითონ ოცნებობთ, როდის მოხდება სასჯელაღსრულების სისტემაში ბარათების ელექტრონიზაცია. ეს არის მთელი ევოლუზია, რა შეიცვალა „ნაციონალური მოძრაობიდან“ დღევანდელ დღემდე ამ სახელმწიფოში. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რა პირობებიც მივეცით ჩვენს მოქალაქეებს, რომ საქართველო თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან გააგრძელებს მტკიცე თანამშრომლობას და გავხდებით იმ ოჯახის წევრი, სადაც საქართველოს ბუნებრივი ადგილია. ამაში იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩართულია ვიზალიბერალიზაციის პროცესსა და ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებაშიც.

ჩვენ ვართ ნამდვილი პროდასავლური ძალა, თქვენ ხართ თვალთმაქცები, რადგან ერთი კითხვა, ერთი მადლობაც ან უბრალოდ ერთი კომენტარიც არ გაგიკეთებიათ იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც ნამდვილი მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და დასავლეთის პოზიციონირებაში, რომ საქართველომ, პატარა ქვეყანამ მოახერხა თავისი დიდი სიმართლის დამტკიცება, ეს გააკეთა იუსტიციის სამინისტრომ, მინისტრმა და მთავრობამ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პოპულარული სტატიები

გუგუტიანთკარის ამბები და პრეზიდენტი აუზში

„ივანიშვილმა მითხრა, არ ხარ ვალში „ოცნებასთან”, შეგიძლია დამოუკიდებელი იყო“

თაკო

“გამოვრთე რუსთავი ორი, მივირთი უმი ხახვი და გემრიელ მწვადად მომეჩვენა”

თაკო
გადასვლა....