NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “მანქანებსა და კარავში მეძინა, ცუდ პირობებში ვვარჯიშობდი”
სპორტი

“მანქანებსა და კარავში მეძინა, ცუდ პირობებში ვვარჯიშობდი”

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომელსაც კარიერის სტარტზე წააწყდა. მსოფლიოს მე-19 ჩოგანის სიტყვები მოჰყავს ATP-ის პრეს-სამსახურს –

„ველური ვიყავი. ჩოგბურთისადმი მიდგომის მხრივ, ჩემზე პროფესიონალი არ ითქმოდა. ვიცოდი, რომ მინდოდა კარგად თამაში, მაგრამ არ მქონდა უნარი უმაღლეს დონეზე გამოვსულიყავი. უბრალოდ, გეგმა არ გამაჩნდა. დიდი ხანი, დაახლოებით ორი-სამი წელი, ასეულთან ახლოს ვიყავი და მე მჭირდებოდა ისეთი ვინმე, ვისაც მივენდობოდი.

იყო შემთხვევები, როცა მე და მამას რამდენიმე კვირა მანქანაში გვეძინა, მთელი თვეც გაგრძელებულა ასე. იმ დროს ჯერ კიდევ იუნიორთა ტურში გამოვდიოდი. დიდი ხანი მამასთან ერთად კარავში მეძინა და თან ტურნირებზე გამოვდიოდი. თავისებურად, საინტერესო იყო. ცუდ პირობებში ვვარჯიშობდი და სპონსორიც ვერ ვიპოვნე. ამიტომაც მივიღე რუსეთის მოქალაქეობა.

21 წლის ვიყავი, როცა პრაქტიკულად ნულიდან დავიწყე ჩოგბურთის თამაში, რადგან მორალურად განადგურებული ვიყავი. ეს ყველაფერი გაძლევს იმის გააზრების საშუალებას, რომ ცუდ დროებას ფუჭად არ ჩაუვლია. ამან უფრო მეტად გამაძლიერა, ძალა და უმაღლეს დონეზე ჩოგბურთის თამაშის საშუალება მომცა“.

პოპულარული სტატიები

კობი ბრაიანტის წიგნი 23 ოქტომბერს გამოიცემა

მთავარი რედაქტორი

მაკგრეგორს გაჩუმება ურჩიეს

ირაკლი გაჩეჩილაძე

საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძეა

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....