NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა – ლომჯარიამ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა
სიახლეები

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა – ლომჯარიამ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სახალხო დამცველმა ისაუბრა.

ომბუდსმენის განცხადებით, მისმა აპარატმა დეკანოზის შესაბამის სამედიცინოდ აწესებულებაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა:

„სახალხო დამცველთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში ჩავრთეთ ორი დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი. მათ შეისწავლეს მისი ჯანმრთელობის მდგომარება, ასევე დოკუმენტაცია და მამა გიორგი მამალაძე ადგილზე მოინახულეს, როგორ უტარდება მას მკურნალობა. ექსპერტებმა გასცეს დასკვნა და ამ დასკვნის საფუძველზე მათ განაცხადეს, რომ ადგილზე, მე-18 დაწესებულებაში არ უტარდება ის სამედიცინო დახმარება, რაც მას მისი დიაგნოზიდან გამომდინარე, სჭირდება. მათი დასკვნის საფუძველზე სახალხო დამცველმა გასცა რეკომენდაცია, ის გადაიყვანონ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში. მდგომარეობა შეფასებულია, როგორც რთული,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

პოპულარული სტატიები

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა

“სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების პროგრამა დაიწყება”

მთავარი რედაქტორი

თბილისის ჭიდაობის ფედერაციის გენერალური მდივანი სკანდალურ განცხადებას აკეთებს

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....