NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “არამარტო კობახიძე, ის “მკვდარზე ვენოკებიც” მიიღებენ პასუხს”
პოლიტიკა

“არამარტო კობახიძე, ის “მკვდარზე ვენოკებიც” მიიღებენ პასუხს”

“კობახიძე მიიღებს პასუხს იმ უსახური განცხადებებისთვის, რომელიც ჩემს მიმართ გააკეთა,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, გადაცემა არჩევანში საუბრისას განაცხადა.

კვაჭანტირაძე დეტალურად საუბრობს, როგორ ვითარდებოდა მოვლენები გუშინ, უმრავლესობის სხდომიდან დღეს, მის გადადგომამდე. მისი განცხადებით, უმრავლესობის ორმოცამდე დეპუტატმა, რომლებიც გუშინ უმრავლესობის სხდომას ესწრებოდნენ, ბიძინა ივანიშვილისგან მიიღეს გაფრთხილება, რომ მიჰყოლოდნენ ირაკლი კობახიძის ინსტრუქციებს.

კვაჭანტირაძის თქმით, ის თავად აპირებდა გადადგომას, თუმცა, მას შემდეგ, რაც კობახიძემ ის გააკრიტიკა, გადაწყვიტა, რომ მისი გადაყენების შესახებ საკითხი კენჭისყრაზე გამოსულიყო.

ის ამბობს, რომ მან ზუსტად იცოდა, მის გადაყენებას უმრავლესობის წევრთან ნაწილი მხარს არ დაუჭერდა.

„მქონდა გადაწყვეტილი, რომ ჩემი კოლეგები არ ჩამეყენებინა პრესის ქვეშ და კენჭისყრის წინ მომეხსნა ჩემი საკითხი. მას შემდეგ, რაც მე მოვისმინე ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი შეფასებები, რომელიც კობახიძემ გააკეთა, მე მივიღე გადაწყვეტილება, მებრძოლა ბოლომდე. ამაზე იგი მიიღებს პასუხს და ძალიან სერიოზულ პასუხს. ეს გამოჩნდება და თქვენ არ იქნებით ბოლო, ვინც ამას გაიგებს.

„მას შემდეგ, რაც მან გააკეთა ასეთი უსახური განცხადება და დამაბრალა ის, რისი დაბრალებაც არ შეიძლებოდა, ამაზე ის აუცილებლად მიიღებს პასუხის. არამარტო ის, დანარჩენებიც, მკვდარზე “ვენოკები”, რომლებიც ნამძინარევები მოვიდნენ და გამოძინებულებმა აბსოლუტურად სამარცხვინო განცხადებები აკეთეს. მერე მე მივიღე გადაწყვეტილება, მებრძოლა ბოლომდე,“ – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

მისი თქმით, მან ზუსტად იცის, რა წნეხის ქვეშ გაატარა კობახიძემ უმრავლესობის ის დეპუტატები, რომლებმაც კვაჭანტირაძი გადაყენებას მხარი არ დაუჭირეს.

მისი თქმით, სწორედ მისი მეგობრების ხელების გადაგრეხის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საკითხის კენჭისყრაზე მეორედ გამოტანამდე თავად გადამდგარიყო.

„მე გადავწყვიტე, ქართული ოცნების მხარდამჭერებისთვისაც მეჩვენებინა, რომ ქართულ ოცნებას აღარა აქვს მყარი უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში, რაც სწორედ იმ მმართველი გუნდის დამსახურებაა, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ასე კულუარულად მართავს უმრავლესობას და ქართულ ოცნებას,“ – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

კვაჭანტირაძე ამბობს, რომ უმრავლესობის ყოფილი წევრები ყველაფერს გააკეთებენ, რათა კობახიძის „დანაშაულებრივი სქემა“ არ განხორციელდეს.

„ქვეყანაში პრაქტიკულად ძალიან ვიწრო ადამიანების ჯგუფმა ჩაიგდო ძალაუფლება ხელში, რომლებსაც ქვეყანა მიჰყავს უფსკრულისკენ. ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, არ დავუშვათ იმ დანაშაულებრივი სქემის განხორციელება, რომელსაც კობახიძის გუნდი, სამწუხაროდ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის თანხმობით ახორციელებს მართლმსაჯულების სისტემაში,“ – აცხადებს კვაჭანტირაძე.

პოპულარული სტატიები

შსს “გირჩს” აფრთხილებს (ვიდეო)

მთავარი რედაქტორი

მთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა

მთავარი რედაქტორი

“საქართველოს პრეზიდენტის სასახლე არის გასაყიდი”

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....