NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » “მოცდის დროც აღარ მაქვს” – დავით სოკოლოვის ემოციური მიმართვა კახა კალაძეს (ვიდეო)
საზოგადოება

“მოცდის დროც აღარ მაქვს” – დავით სოკოლოვის ემოციური მიმართვა კახა კალაძეს (ვიდეო)

ყოფილი ტელეწამყვანი დავით სოკოლოვი ვიდეომიმართვას ავრცელებს და დედაქალაქის მერს მიმართავს.

„მივმართავ ჩვენი ქალაქის მერს, ბატონო კახა, მე ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენი პირველი შეხვედრით. თქვენ გულთან მიიტანეთ ჩემი უზარმაზარი გასაჭირი, ჯოჯოხეთი, რომელიც მე ოცი წელია მადგას და თითქოს გადაწყვითეთ კიდეც ჩემი საკითხი დადებითად. მაგრამ თავართქილაძესთან გუშინდელი შეხვედრა, ეს იყო დაცინვა და მასხრად აგდება. ამიტომ ისევ მინდა, რომ ჩვენ შევხვდეთ. თუნდაც თავართქილაძესთან ერთად. რომ ცალცალკე არ გამოვიდეს, რომ მე სხვას ვამბობ და თავართქილაძე – სხვას. ეს საკითხი უნდა გადავწყიტოთ, რაც შეიძლება მალე, თორემ მე ამ ქვეყნად მოცდის დროც აღარ მაქვს“ –  აცხადებს სოკოლოვი ვიდეომიმართვაში.

ცნობილი წამყვანი ავადმყოფ მეუღლესთან ერთად მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს. როგორც მან შემდგომში ჟურნალისტებთან განაცხადა, ოჯახმა ბინა დაკარგა, თავშესაფარში კი კარგი მოვლა და პირობები აქვთ. მისივე თქმით, გადასახადს იმ 1000 ლარიდან იხდის, რომელსაც ყოველთვიურად ბიძინა ივანიშვილისგან იღებს.

გასულ წელს დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, რომ ყოფილი ტელეწამყვანის ბინის პრობლემა მოგვარებულიყო.

პოპულარული სტატიები

“მურუსიძე არის ყველაზე უპრინციპო მოსამართლე. მონა მოსამართლე”

თაკო

“ნატა გულიაშვილი გუნდის წევრი არ არის“

თაკო

მოქალაქეები დაგროვებითი საპენსიო სისტემის გაუქმებას პეტიციით ითხოვენ

თაკო
გადასვლა....