NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » დავით კირკიტაძე შეუძლოდ გახდა – სასამართლო პროცესი გადაიდება
საზოგადოება

დავით კირკიტაძე შეუძლოდ გახდა – სასამართლო პროცესი გადაიდება

დავით კირკიტაძე შეუძლოდ გახდა. გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ჩანიშნული პროცესი გადაიდება. როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა განმარტა, კირკიტაძეს ჯანმრთელობის პრობლემა შექმნა, რის გამოც სხდომას ვერ დაესწრება.

პროცედურის მიხედვით, ჩანიშნული პროცესი 15:00 საათზე დაიწყება, სადაც გადადების საკითხის განხილვა მოხდება.

კონდახაშვილის განცხადებით, სხდომას მათი წარმომდგენელი ბაადურ გულიაშვილი დაესწრება, რომელიც კირკიტაძესთან ერთად დაკავებულ ვალერი მუსაევის ინტერესებს იცავს. მუსაევი გირაოთი არის გათავისუფლებული.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კვლავ პატიმრობაში რჩება. კირკიტაძეს 27 მოქმედი დეპუტატი და კიდევ 2 ათასზე მეტი ადამიანი თავდებში ჩაუდგა, თუმცა რამდენიმე დღის წინ მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არც კი განიხილა და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ისევ პატიმრობაში დატოვა.

დავით კირკიტაძეს ბრალად ველისციხის ინციდენტის დროს სამართალდამცავზეთავდასხმა ედება. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პოპულარული სტატიები

დაპირისპირება სამეფო კარზე – მეფეს დედოფალმა სასამართლოში უჩივლა

თაკო

გორელი ემიგრანტები სააკაშვილთან “ერთად სახლში” დასაბრუნებლად ემზადებიან

თაკო

“ნიკა რურუა მოკლეს!”

თაკო
გადასვლა....