NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » “ჯარში ისინი მიდიან, ვის მშობელსაც 2000 ლარი არ აქვს”
საზოგადოება

“ჯარში ისინი მიდიან, ვის მშობელსაც 2000 ლარი არ აქვს”

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა ამორალურია.

„ჩვენ არ გვაქვს ზეწოლის მექანიზმები, პარლამენტში არ ვართ წარმოდგენილი, არ გვყავს უმრავლესობა ან უმცირესობა, მაგრამ ვართ მართლები. შესაბამისად ვაპირებთ, საკუთარი სიმართლის დემონსტრირებას ყველანაირი ფორმებით. არა მხოლოდ აწმყოში, არამედ მომავლისთვისაც“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, რელიგიური გაერთიანება „ბიბლიური თავისუფლება“ ფინანსურად შეჭირვებულ ახალგაზრდებს ჯარში სავალდებულო გაწვევისგან იცავს, რადგან მისივე შეფასებით, სამხედრო სამსახურში სათანადო პირობები არ არის.

„ჩვენ გამოვაქვეყნეთ მთავრობის წევრების სია, რომლებსაც ჰყავდათ შვილები ჯარის ასაკის, 18-27 წლამდე და საკუთარი შვილები ჯარში არ წაუყვანიათ. თუ ჯარი კარგი იყო, რატომ არ წაიყვანეს საკუთარი შვილები. ჯარში დადიან უპატრონო ბავშვები, რომლებსაც 2000 ლარი არ ჰქონდათ და ბავშვები, რომელთა მშობლებსაც არ ჰყავთ მეგობრები თანამდებობის პირებში, რომ ჯარი აარიდონ, როგორც ამას დეპუტატები და სხვა თანამდებობის პირები აკეთებენ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

 

პოპულარული სტატიები

21 წლის ფოტოგრაფს თბილისის მერია 20 000 ლარით დაეხმარება

თაკო

“ეგრე ვერ გაფრინდებით, ვერაა!”

თაკო

“დიახ, მე მოვკალი ზვიად გამსახურდია. აგერ მტკიცებულებებიც…”

თაკო
გადასვლა....