NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება”
პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება”

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის მოსაზრებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება.

პირველ არხთან საუბარში მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევის საკითხს გამოეხმაურა.

„მარტივი ჭეშმარიტება ფორმულაში ჯდება მაშინაც კი, როცა სიტყვა „ნაციონალს“ დაამატებ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება. მათ საქმიანობას ვერანაირი გადანაცვლება ვერ გააკეთილშობილებს. არ ვიცი, ეს პრაგმატული გადაწყვეტილებაა თუ ტაქტიკური სვლა, რომ სააკაშვილმა თავისი ნეგატიური ფიგურა გვერდზე გასწიოს და ხალხი კიდევ მიიტყუოს, რომ თითქოს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ სხვა ადამიანები არიან. ამ პარტიის ლიდერი ყოველთვის იყო და იქნება მიხეილ სააკაშვილი, რომლის განწყობა როგორც ქვეყნის, ასევე ადამიანების მიმართ ვიცით”, – განაცხადა მდინარაძემ.

პოპულარული სტატიები

სარკოზი საქართველოშია (ვიდეო)

მთავარი რედაქტორი

რუს სამხედროებს ევკალიპტის ხე დაეცა

მთავარი რედაქტორი

კუპრავა და ზაზა სარალიძე თანამებრძოლები აღარ არიან

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....