NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » “სამარხვო ნამცხვრების, სამარხვო კატლეტების ჭამა მარხვა არაა”
საზოგადოება

“სამარხვო ნამცხვრების, სამარხვო კატლეტების ჭამა მარხვა არაა”

“რატომ დაადგინა ეკლესიამ საკვებით მარხვა, ადამიანმა  რომ საკუთარი ნებით უარი უნდა თქვას რაღაცაზე. შეიძლება,  მხოლოდ სამარხვო საკვები მიიღო, მაგრამ დიდი რაოდენობით, ეს მაინც არ იქნება მარხვა. თუ ხუთ  თეფშ ლობიოს შეჭამ, ეს მარხვა არ არის, აქ მთავარი შენი დამოკიდებულებაა ჭამის მიმართ, შენი მოთმინება. მე ვფიქრობ, რომ მარხვის დროს სამარხვო ნამცხვრების, სამარხვო კატლეტების, სამარხვო ყველის ჭამა, არ არის სწორი.

ვის ატყუებ, ან საკუთარ თავს რატომ იტყუებ? ჩვენი წინაპრები ზოგჯერ მზის ჩასვლამდე არ იღებდნენ საკვებს, ამით აუძლურებდნენ სხეულს, რათა სულისთვის მიექციათ მეტი ყურადღება. მარხვა გვაძლიერებს სარწმუნოებაში, მაგრამ შენ თუ არაფერს მოიკლებ, არაფერს მოითმენ და სულ იმაზე იფიქრებ, რა ჭამო, სულ სამარხვო მენიუს შედგენა-შერჩევაში იქნები, ეს არასწორი დამოკიდებულებაა. საერთოდ, თანამედროვე ადამიანი ცდილობს ეკლესია მოირგოს, თავად კი არ მოერგოს ცნებებს. მარხვის შემთხვევაშიც იგივეა – ადამიანი ცდილობს მარხვა მოირგოს. “, – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ “პალიტრანიუსის” ეთერში.

პოპულარული სტატიები

რას ჰყვება ფოტოგრაფი, რომელმაც დიდ დიღომში, აფეთქების ადგილას, უმძიმესი ფოტოები გადაიღო

თაკო

“თავისუფალი ადამიანი ვარ და შიშველიც ვივლიდი, პროსტა ვარჯიში მეზარება”

თაკო

“მიწისქვეშა გადასასვლელში დგას ეს ადამიანი უკვე დიდი ხანია, დგას და ყიდის ხან ვაშლებს, ხან ლიმონს…”

თაკო
გადასვლა....