NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » ბორჯღალოსნები დღეს რუსეთს დაუპირისპირდებიან
სიახლეები

ბორჯღალოსნები დღეს რუსეთს დაუპირისპირდებიან

2019 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონები – ბორჯღალოსნები ტურნირის დასკვნით შეხვედრას დღეს, 16:00 საათზე, პრინციპულ მეტოქესთან, რუსეთის ნაკრებთან გამართავენ.

შეხვედრა კრასნოდარის ცენტრალურ, „ყუბანის“ სტადიონზე გაიმართება.

წლევანდელ რაგბი ევროპაზე ბორჯღალოსნებმა ოთხივე მატჩი მოიგეს. კლუჟში რუმინეთის 18:9 ძლევის შემდეგ, მილთონ ჰეიგის შეგირდებმა „ავჭალაზე“ ესპანეთს 24:10 მოუგეს, ბრიუსელში ბელგია ბონუსით, 46:6 დაამარცხეს, ხოლო ერთი კვირის წინ გერმანიას ქუთაისში ასევე ბონუსით, 52:3 მოუგეს. ამ ოთხ მატჩში ჩვენმა გუნდმა გაიტანა 22 ლელო და გაუშვა ორი, ორივე ესპანეთისგან.

 

პოპულარული სტატიები

სარკოზი საქართველოშია (ვიდეო)

მთავარი რედაქტორი

ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის წარუდგინეს

“კიდევ ერთხელ მივიღე ძლიერი სულიერი თანადგომა, რაც ჩემს საქმიანობაში მეტ ძალას მმატებს.” – სალომე ზურაბიშვილი ილია ll -ს შეხვდა

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....