NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » იოზილმა ერდოღანი ქორწილში დაპატიჟა
მსოფლიო ამბები

იოზილმა ერდოღანი ქორწილში დაპატიჟა

გერმანელმა ფეხბურთელმა მესუთ იოზილმა საკუთარ ქორწილში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დაპატიჟა.

30 წლის იოზილისა და 25 წლის ამინე გიულშეს ქორწილი 2019 წლის ზაფხულში გაიმართება. ერდოღანი საპატიო სტუმრის სტატუსით არის მიწვეული.

იოზილი პირველად თურქეთის პრეზიდენტს 2018 წელს შეხვდა და ამით გერმანული საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა. მოგვიანებით, მან გერმანიის ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა რასისტული შეურაცხყოფის გამო.

მესუთ იოზილის მომავალი მეუღლე მოდელი და მსახიობია. მას შვედური და თურქული მოქალაქეობა აქვს.

პოპულარული სტატიები

პაკისტანში ყოფილმა სამხედრომ 6 ადამიანი მოკლა

ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდა

ჩადში ბოკო ჰარამის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

გადასვლა....