NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » “დაღუპულ მუშებს შესაძლოა ღვედები არ ჰქონდათ შეკრული”- სამშენებლო კომპანიის დირექტორი
სიახლეები

“დაღუპულ მუშებს შესაძლოა ღვედები არ ჰქონდათ შეკრული”- სამშენებლო კომპანიის დირექტორი

კომპანია „მჯ ალიანსის“ გენერალური დირექტორი ზაზა იჩქიტიძე თბილისში, ორთაჭალაში მშენებლობიდან სამი მუშის  გადავარდის თაობაზე კომენტარს აკეთებს:

„ერთი შეხედვით, ვიზუალური შეხედვით ჩანს, რომ სამშენებლო კალათაზე იმყოფებოდა რამდენი მუშა, ისიც არ ვიცი ზუსტად, ქვემოთ იდგა რომელიმე თუ სამივე ზემოთ, ზუსტად არ ვიცი. მოხდა ბაგირის გაწყვეტა, რამ გაწყვიტა ბაგირი, არ ვიცით. სამუხრუჭე ბაგირმა, როგორც ჩანს არ დაიჭირა. რატომ მოხდა ეს ამას ექსპერტიზა დაადგენს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. ეს ჩემთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა. მათ ჰქონდათ უსაფრთხოების ღვედები, მაგრამ როგორც ჩანს, არ იყვნენ ამ ღვედებით დამაგრებულები, თუმცა დაზუსტებით არც ეს ინფორმაცია ვიცი.

დამაგრებულები რომ ყოფილიყვნენ, ის დაიჭერდა და შესაძლებელი იქნებოდა გადარჩენა, მაგრამ როგორც ჩანს, ჩემი ვერსიით ე.წ რემნები არ ჰქონდათ დამაგრებული“, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა. ინფორმაციას imedinews ავრცელებს.

 

პოპულარული სტატიები

ევროპული საქართველოს“ წევრს თავს დაესხნენ

მთავარი რედაქტორი

“მიგვაჩნია, რომ ხელისუფლება, რომელიც თავს ესხმის რუსთავი 2-ს ახალისებს ამ ქმედებას”

მთავარი რედაქტორი

“მე დანებებას არ ვაპირებ!”-გიორგი პაპავა თანამდებობიდან გაათავისუფლეს

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....