NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “მოპარული იყო ჩემი პირადი პისტოლეტი და ფული”
პოლიტიკა

“მოპარული იყო ჩემი პირადი პისტოლეტი და ფული”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე მისი ბინის გაქურდვის ფაქტს გამოეხმაურა.

„მოხდა ქურდობის ფაქტი. პოლიციამ ძალიან სწრაფი რეაგირება მოახდინა და პრაქტიკულად ცხელ კვალზე გახსნა საქმე. მოპარული იყო ჩემი პირადი პისტოლეტი და ფული. რამდენადაც ცნობილია ერთი პირი ამ საქმეზე დაკავებულია და მოპარული ნივთები ამოღებულია. ქურდობა ორი დღის წინ მოხდა და ქურდობის დროს სახლში არ ვიმყოფებოდით. მინდა მადლობა გადავუხადო პოლიციელებს. მათ ძალიან მაღალპროფესიულ დონეზე იმუშავეს. სხვა დეტალებს ამ მომენტში ვერ გეტყვით”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დეპუტატ არჩილ თალაკვაძის ბინის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

პოპულარული სტატიები

ფოთის საკრებულო მოქალაქეებს ძაღლებთან და კატებთან სქესობრივ აქტს უკრძალავს

ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

თაკო

გაუმარჯოს სომხურ-ქართულ მეგობრობას!

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....