NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » „ვინც ავრცელებდა, არ ვიცი ამას მიზანმიმართულად აკეთებდა თუ არაშეცნობით, მაგრამ ნამდვილად აკეთებდნენ პროვოკაციულ განცხადებებს, რომლებიც მოსახლეობაში პანიკას თესავდა”
სიახლეები

„ვინც ავრცელებდა, არ ვიცი ამას მიზანმიმართულად აკეთებდა თუ არაშეცნობით, მაგრამ ნამდვილად აკეთებდნენ პროვოკაციულ განცხადებებს, რომლებიც მოსახლეობაში პანიკას თესავდა”

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გავრცელდა ზოგი მართებული და ზოგიც არამართებული, მცდარი ინფორმაცია.

„ვინც ავრცელებდა, არ ვიცი ამას მიზანმიმართულად აკეთებდა თუ არაშეცნობით, მაგრამ ნამდვილად აკეთებდნენ პროვოკაციულ განცხადებებს, რომლებიც მოსახლეობაში პანიკას თესავდა. რუსი ჯარისკაცები, ჩვენი ინფორმაციით, იყვნენ საოკუპაციო ხაზს მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იქ, სადაც საუბედუროდ 2008 წელს შემოვიდნენ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი ფაქტია და როდესაც შეიარაღებული ადამიანები დასახლებულ პუნქტებთან და ფაქტობრივად გაყოფილ სოფელში ახლოს ჩნდებიან, რა თქმა უნდა, მოსახლეობისათვის ეს შეიძლება შეშფოთების საფუძველი იყოს. მაგრამ იქ, ადგილზე, მობილიზებული იყვნენ  საქართველოს სამართალდამცველები, უსაფრთხოების სამსახური, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, გაკეთდა არაერთი განმარტება, რომ არ ჰქონია ადგილი რუსი ჯარისკაცების გადმოსვლას, ან მცდელობას კონტროლირებად ტერიტორიაზე, არც რაიმე დამატებითი მონაკვეთის მშენებლობის ეპიზოდს და არც რაიმე სხვა ტიპის ინციდენტს. ამიტომ, განცხადებები, რომლებიც ზოგიერთი აქტივისტის მხრიდან ვრცელდებოდა, რომ შემოიჭრნენ და რაღაც უბედურება ხდება, მხოლოდ პროვოცირებდა დაძაბულობას“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

 

 

პოპულარული სტატიები

“არის მომენტები, როდესაც ყველაზე ძალიან მომაწვება ხოლმე, ლილი, შენი მონატრება”

მთავარი რედაქტორი

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ტაქსის 11 მძღოლი მოკლეს

ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება

გადასვლა....