NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » “რუსმა ჯარისკაცებმა დატოვეს ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებულები”
საზოგადოება

“რუსმა ჯარისკაცებმა დატოვეს ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებულები”

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ის ადგილები სადაც დღეს იყვნენ განლაგებულები,“ – ეს განცხადება სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა გააკეთა.

ციხელაშვილი სოფელ ხურვალეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ არანაირი ინციდენტი არ მომხდარა.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ის ადგილები სადაც დღეს იყვნენ განლაგებულები. ასევე, ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელეს განცხადებები, რომ არ დაფიქსირებულა ინციდენტი მათი გადმოსვლის, წვდომის ან რაიმე ტიპის დამატებითი ბარიკადების მშენებლობის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე,“ – ამბობს ციხელაშვილი.

პოპულარული სტატიები

“ტანჯვა-წამებში ვართ სულ, საწყალ ხალხს სულ ყველა გვატყუებს, მიტოვებულია ხალხი“

თაკო

“მასქური” – წალენჯიხის ქორეოგრაფიული ანსამბლის წარმატება

თაკო

“მოტეხილი ფეხის ეპოპეის ბოლო ეტაპიც გადავლახეთ – დღეს რკინები ამოუღეს”

თაკო
გადასვლა....