NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » გიგი გეგეჭკორი გარდაცვლილი იპოვეს
შემთხვევა

გიგი გეგეჭკორი გარდაცვლილი იპოვეს

სოფელ წითელსოფლიდან გაუჩინარებული გიგი გეგეჭკორი გარდაცვლილი იპოვეს.

შსს-ს ინფორმაციით, შვიდდღიანი ძებნის შემდეგ, 15 მარტს გიგი გეგეჭკორის ცხედარი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა წითელსოფლის მიმდებარედ, ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

„112″-ში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო. შეტყობინებაში მითითებული იყო, რომ გიგი გეგეჭკორი 9 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, გავიდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში მდებარე სახლიდან, სადაც ის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მიღებული შეტყობინებისთანავე პოლიციამ და სამაშველო სამსახურმა მყისიერად დაიწყეს დაკარგული პირის ძებნის სამუშაოები. შვიდდღიანი ინტენსიური ძებნის შემდეგ, 15 მარტს გიგი გეგეჭკორის ცხედარი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა, დუშეთის რაიონის სოფელ წითელსოფლის მიმდებარედ, ტყის მასივში თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს”, – აცხადებენ შსს-ში.

პოპულარული სტატიები

„ყველაფერი მე რო უნდა დამემართოს, მთელი ღამე გავატარე ტრამვატოლოგიურში”

თაკო

გურჯაანში ექიმმა პაციენტი სცემა

თაკო

ბაკურიანში ძმამ ძმა მოკლა

თაკო
გადასვლა....