NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » “ვინმეს თუ მუშაობა ეზარება, ეს მისი პრობლემაა” – ოხანაშვილი ბესელიას
პოლიტიკა

“ვინმეს თუ მუშაობა ეზარება, ეს მისი პრობლემაა” – ოხანაშვილი ბესელიას

ვინმეს თუ მუშაობა ეზარება, ეს მისი პრობლემაა, – ამ განცხადებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დეპუტატ ეკა ბესელიას გამოეხმაუარა, რომელმაც მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე საკუთარი კანონპროექტის შაბათ დღეს განხილვაზე უარი თქვა.

მისი თქმით, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში ბესელიას, კვირა დღესაც კი ჩაუტარებია კომიტეტის სხდომა.

,,თუ კონკრეტული დეპუტატი კანონპროექტს წერს, მას იმის უნარიც უნდა ჰქონდეს, წარადგინოს წამყვან კომიტეტზე და დაასაბუთოს თავისი პოზიცია. თუ ვინმეს მუშაობა ეზარება, ეს მისი პრობლემაა. რაც შეეხება შაბათს სხდომის დანიშვნას, შაბათ დღეს კი არა, კვირასაც აქვს კომიტეტის სხდომა ჩატარებული ქალბატონ ეკას. შეგიძლიათ სტატისტიკა იურიდიული კომიტეტიდან გამოითხოვოთ.

დაჩქარებულად არც ერთი კანონპროექტი არ უნდა განვიხილოთ, როდესაც არის ასეთი მნიშვნელოვანი კანონპროექტები. შესაბამისად, ყველა პროცედურის დაცვით მიმდინარეობს კანონპროექტების განხილვა. მიგვითითოს ვინმემ ნორმა, რომელი ნორმა ირღვევა და სად ვჩქარობთ. რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების სრული დაცვით მიმდინარეობს განხილვა. მას თუ მიაჩნდა, რომ ეს არის პრობლემა, რატომ გამოცხადდა მაშინ დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე და რატომ წარმოადგინა კანონპროექტი”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტის წევრი ეკა ბესელია არ აპირებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ მის მიერ მომზადებული კანონპროექტი ხვალ, შაბათ დღეს ჩანიშნულ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გაიტანოს.

პოპულარული სტატიები

“საქართველოში ასეთი არჩევნები აღარ უნდა ჩატარდეს”

თაკო

“მე არ ვარ თერგდალეული, მე ვარ სენადალეული“

თაკო

“ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე პარტიულ თანამდებობებს ტოვებენ”

თაკო
გადასვლა....