NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » სუსი ხურვალეთში ოკუპანტების შესვლას არ ადასტურებს
საზოგადოება

სუსი ხურვალეთში ოკუპანტების შესვლას არ ადასტურებს

ხურვალეთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს.

“ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან.საოკუპაციო ძალების მხრიდან განხირციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემო.”- წერია განცხადებაში.

ასევე ევროკავშირის მისია ხურვალეთში რუსი სამხედროების გადაადგილებას არ ადასტურებს. არსებული ინფორმაციით, ხურვალეთში რუსი სამხედროების გადაადგილება შეიმჩნევა. ვითარების გასარკვევად ხურვალეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შევიდა.

25 მარტს საქართველოში ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ჩამოდის. მანამდე რუსეთის ოფიციალური პირებისგან მუქარის შემცველი განცხადებები გავრცელდა. კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრაღაში კარასინი-აბაშიძის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ საქართველოს უსიამოვნო მოულოდნელობები ელის. საქართველო-ნატოს თანამშრომლობას მუქარა მოჰყვა რუსეთის თავდაცვის მინისტრ, სერგეი შოიგუსგანაც, რომელმაც საპასუხო ნაბიჯების გადადგმის პირობა დადო.

პოპულარული სტატიები

“ჩვენს შვილს ძალიან უნდა ფეხზე გაიაროს და ვცდილობთ, ეს სურვილი ავუსრულოთ”

თაკო

“კარგად დაიხსომეთ ჩემი წინასაახალწლო პოლიტეპისტოლე”

თაკო

“ნიკუშას ჰქონდა H1N1 ვირუსი და ერთმა კარგმა ექიმმა ტამიფლუს პრეპარატი გვაჩუქა…”

თაკო
გადასვლა....