NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » გორში მოკლული ცხრა წლის გოგონას დედა იაგო ნებიერიძისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს
საზოგადოება

გორში მოკლული ცხრა წლის გოგონას დედა იაგო ნებიერიძისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

გორში მოკლული ცხრა წლის გოგონას დედა, ნათია ლალიაშვილი ბრალდებულისთვის, იაგო ნებიერიძისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გოგონას მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე არ გამოცხადდა და მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმის განხილვა მის გარეშე გრძელდება. მოსამართლის თქმით, ნებიერიძე ჯანმრთელია და თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას.

„ცრუობს ჯანმრთელობაზე და წინაზეც ცრუობდა. მანიაკია და ხალხის ნერვებზე თამაშობს. პროცესის დახურვა ჩვენთვის მოსალოდნელი იყო. მოლოდონი მაქვს, რომ სამუდამო პატიმრობა მიესჯება ან სიკვდილით უნდა დაისაჯოს, რაც არ გვაქვს. უვადო პატიმრობას ველოდები“, – განაცხადა ნათია ლალიაშვილმა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში წარიმართება.

პოპულარული სტატიები

“ყველაზე მეტად მინდა საბასთან ჩამოვიდეს მისი მამა, მაგრამ…”

თაკო

“ვერავინ, ვერასდროს გამიბედავს მითხრას, რომ ოდესმე, რაიმე უკანონო შემოსავალი მქონია”

თაკო

“რუსები საკუთარი ხელით დახსნიან მავთულხლართებს”

თაკო
გადასვლა....