NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » ნატო-ს გენერალური მდივანი გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიაზე პირველ კომენტარს აკეთებს
საზოგადოება

ნატო-ს გენერალური მდივანი გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიაზე პირველ კომენტარს აკეთებს

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსულ სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა პირველი კომენტარი გააკეთა. ალიანსის შტაბბინაში იანს სტოლტენბერგს კითხვა “კურიერის” ჟურნალისტმა დაუსვა, თუ როგორ აფასებს ნატო რუსეთის აგრესიულ საოკუპაციო პოლიტიკას საქართველოში. მისი თქმით, ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

„ნატო-ს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ძლიერია. რა თქმა უნდა ამაში იგულისხმება საქართველოს უფლება დაიცვას საკუთარი მოქალაქეები. ამ შემთხვევის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ვხედავთ როგორ არღვევს რუსეთი საქართველოს ინტეგრაციას ეგრეთ წოდებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების აღიარებით. გარდა ამისა გამუდმებით წევენ საოკუპაციო ხაზს, ასევე ვხედავთ სხვა აგრესიულ ქმედებებს საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ. ასე რომ ეს არის მაგალითი რატომაც უჭერს ნატო საქართველოს მხარს,“- განაცხადა სტოლტენბერგმა.

პოპულარული სტატიები

“ბოდიშიც მისაღებია და კარგია, თუ ის გულწრფელია”

თაკო

ბაზალეთის ტბაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

“ვისაც დათუჩა სარალიძის დედის ტკივილი არ გტკივათ, ირინა ენუქიძეს მიეწიეთ”

თაკო
გადასვლა....