NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » Blog » რუსეთში დაპატიმრებული უკრაინელი ჟურნალისტის წერილი ქართველებსა და საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებს
საზოგადოება

რუსეთში დაპატიმრებული უკრაინელი ჟურნალისტის წერილი ქართველებსა და საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებს

რუსეთში დაპატიმრებული უკრაინელი ჟურნალისტი რომან სუშენკო ქართველებსა და საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებს მოკითხვას უგზავნის. ინფორმაციას გამოცემა „უკრინფორმი“ ავრცელებს, რომლის თანამშრომელიც სუშენკოა.

მედიასაშუალების ცნობით, სუშენკომ ციხიდან წერილი გამოუგზავნა თბილისში მცხოვრებ უკრაინელ აქტივისტს, იულია ფრუნზეს.

„იულია, თქვენ პირველი ხართ, ვინც ლამაზი და მზიანი საქართველოდან მომწერეთ, შესანიშნავი ქვეყნიდან, რომელშიც მე არ ვყოფილვარ, თუმცა რომელშიც აუცილებლად ჩავალ. გადაეცი ჩემი თბილი მოკითხვა საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებსა და შენს ქართველ მეგობრებს“, – წერს სუშენკო.

წერილი 20 თებერვლით არის დათარიღებული, თუმცა უკრაინულმა მედიამ მის შესახებ ინფორმაცია ახლა გაავრცელა.

უკრაინელი ჟურნალისტი რუსეთში 2016 წლის შემოდგომას დააკავეს. 2018 წლის 4 ივნისს რომან სუშენკოს მოსკოვის სასამართლომ ჯაშუშოების ბრალდებით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ევროპარლამენტი და უფლებადამცველი ორგანიზაციები რუსეთის ხელისუფლებას სუშენკოსა და სხვა დაკავებული უკრაინელების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

პოპულარული სტატიები

“არ ვიცოდი, თუ ლექსების წერა სამარცხვინო იყო”

თაკო

ერთად თამარის გადასარჩენად

მთავარი რედაქტორი

პირველი არხის ჟურნალისტს დახმარება სჭირდება

თაკო
გადასვლა....