NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » საპატრიარქო თავისი ინიციატივით გრუზინსკებისთვის დნმ-კვლევის ჩატარებას უარყოფს
სიახლეები

საპატრიარქო თავისი ინიციატივით გრუზინსკებისთვის დნმ-კვლევის ჩატარებას უარყოფს

საქართველოს საპატრიარქოში ბაგრატიონ-გრუზინსკებისთვის დნმ-ტესტის ჩატარების ინიციტივას კატეგორიულად უარყოფენ. პატრიარქის ფონდის მმართველი გიორგი ანდრიაძე ამბობს, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მოთხოვნები ადეკვატურია, რადგან მუხრანელს ტიტულების დარიგების უფლება არ აქვს.

“ეს სასაცილო და დილეტანტური განცხადებაა. ყველას შეიძლება ეს შეცდომა მოუვიდეს, რადგან ეს არის ახალი მეცნიერება “ეთნოგენეტიკა” და შესაბამისად, თუ ეს (განცხადება) გამიზნულად არ არის გაკეთებული, რა თქმა უნდა, არასწორია”, – თქვა გიორგი ანდრიაძემ დნმ-კვლევასთან დაკავშირებით.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ განაცხადა, რომ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სინამდვილეში სიხარულიძეა. როგორც ადვოკატმა განმარტა, საპატრიარქოს ინიციატივით, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკისთვის ჩატარებული დე-ენ-ემ კვლევის თანახმად, გრუზინსკი არის სიხარულიძე და არა ბაგრატიონი.

 

 

პოპულარული სტატიები

ანუკი არეშიძემ ქართველი ამომრჩეველი ცხვრის ფარას შეადარა (ფოტო)

მთავარი რედაქტორი

” ისეთ მასალას ავტვირთავ, მიშა მოგენატრებათ… “

მთავარი რედაქტორი

“როგორც მამუკა ხაზარაძე მოიქცევა, ისე იქნება მისი ბანკიც”

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....