“მეფეობანამ დაღუპა ჩემი საქართველო. ყველა ქართველი მეფე, თავადი და პრეზიდენტია. გვეყო ამ მშიერ და გაუბედურებელ ქვეყანაში მასხარაობებზე ლაპარაკი. სამარცხვინოა”
– და რას იტყვით იმ ფაქტზე, რომ შესაძლოა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სიხარულიძე იყოს?
– “გინდა სიხარულიძე იყოს და გინდა დარდიმანდიანიძე, არ მაინტერესებს. ჩემთვის მეფე და სამეფო გვარის წარმომადგენელი არის ის, ვინც გონიერია, ჭკვიანია და ჩემ საქართველოს გამოადგება. იდიოტი არც ბაგრატიონი მინდა, არც დადეშქელიანი და არც არცერთი გვარი!” – აცხადებს მსახიობი გივი სიხარულიძე “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში.