NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » მთავრობამ კომერციული ბანკებისგან 60 მილიონი ლარი ისესხა
სიახლეები

მთავრობამ კომერციული ბანკებისგან 60 მილიონი ლარი ისესხა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების დღევანდელ აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

აუქციონში მონაწილეობა შვიდმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 63 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.750 პროცენტით, მაქსიმალური 6.770 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.755 პროცენტით განისაზღვრა.

სების ცნობით, დღესვე ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 66 050 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.000 პროცენტით, მაქსიმალური 7.030 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.019 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.250 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

პოპულარული სტატიები

“სუსტი კაცები ძლიერი ქალის წინააღმდეგ”

მთავარი რედაქტორი

” სააკაშვილმა გაუხსნა ცეცხლი გრადებით საკუთარ მოსახლეობას 2008 წლის 7 აგვისტოს” (ვიდეო)

მთავარი რედაქტორი

რატომ დაწვა პოლიციის მანქანის წინ კობა ხაბაზი? (ვიდეო)

მთავარი რედაქტორი
გადასვლა....