NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » ფოთში 9 წლის ბავშვს დენმა დაარტყა
რეგიონი

ფოთში 9 წლის ბავშვს დენმა დაარტყა

ფოთში, 9 აპრილის ხეივანზე, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე სატრანფორმატორო ქვესადგურში, სადაც მაღალი ძაბვა გადის, ცხრა წლის ბავშვს დენმა დაარტყა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

ბავშვი ძლიერი დამწვრობით ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში, მოგვიანებით კი რეანომობილით თბილისში, შესაბამისი პროფილის ცენტრში გადაიყვანეს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების განცხადებით, ბავშვს სხეულის მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა აქვ

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ მთავარი ინჟინერის, ზურაბ ზალოგინის განცხადებით, ადგილზე უსაფრთხოების ზომები დაცული იყო.

„როგორც გვითხრეს, აქ მცხოვრებლებს სატრანსფორმატორო ქვესადგურიდან ბავშვის ხმა გაუგიათ, გაუტეხავთ კარები და გამოუყვანიათ მოზარდი. ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო. ბავშვი ალბათ ზევით აცოცდა და ჩაძვრა იქ, სადაც პატარა ადგილი ღია იყო“,- განაცხადა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მთავარმა ინჟინერმა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს.

პოპულარული სტატიები

ატოცში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ტარდება

თაკო

ოკუპანტებმა განმუხურში მცხოვრები ორი პირი დააკავეს

თაკო

“ძმები მოსიების” სახელობის ფესტივალი – ანსამბლ “მასქურის” მორიგი წარმატება (ფოტო, ვიდეო)

თაკო
გადასვლა....