NewsMedia-მედია აქტივიზმი
მთავარი » “გვერდზე გავიწევ, რადგან თანამდებობა არ არის ფასეული”
პოლიტიკა

“გვერდზე გავიწევ, რადგან თანამდებობა არ არის ფასეული”

„არა, არ გადავმდგარვარ, თუმცა არის ოთხი-ხუთი დღის წინ გაჩენილი საკითხი, რომელიც ეხება ჩემი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაწყვეტ თემას. ამაზე მიმდინარეობს დიაკუსია“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა.

მისი თქმით, მას აქვს საკუთარი ძალიან მყარი პოზიცია, რომელიც არც რომელიმე ერთ რეფორმას, არც პარლამენტში ამჟამად მიმდინარე პროცესს ეხება.

„ეს არის საკითხი, რომელიც ჩემს თვალში მასშტაბური და მნიშვნელოვანია. თუ ვნახე, რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული, მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ, ის არის ფასეული და ფასეულობათა შორის წინააღმდეგობა იქნება, მე რა თქმა უნდა არ ვიფიქრებ არც ერთ წუთს და გვერდზე გავიწევ, რადგან თანამდებობა არ არის ფასეული. როგორც უკვე გითხარით, ეს საკითხი არის წმინდად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლეში გადასაჭრელი თემა. შიგნით ვმსჯელობთ, აღმასრულებელი სტრუქტურების ფარგლებში და ამ თემაზე ღიად საუბრისგან თავს შევიკავებ. რამე ტრაგიკული არ ხდება. ეს არის ჯანსაღი პროცესი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

პოპულარული სტატიები

ინაშვილი კობახიძეს თანამდებობიდან გადაყენებით ემუქრება

თაკო

“ტვ იმედი და იქ მომუშავე ყველა ადამიანი ივანიშვილის პირადი გასართობია”

თაკო

“იუდაც რომ გამოვიდეს გასაუბრებაზე, საბჭო მასაც დანიშნავს მოსამართლედ”

თაკო
გადასვლა....